მოახლოებული დერბის წინ "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ "ოლდ ტრაფორდზე" გოლის გატანისგან გამოწვეულ ემოციაზე ისაუბრა.
არგენტინელს "წითელი ეშმაკების" კარი 6-ჯერ აქვს დალაშქრული, თუმცა 556 წუთის განმავლობაში ვეღარ ახერხებს გოლის გატანას სხვა გუნდებისთვის და იმედი აქვს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" წარუმატებელ სერიას დაასრულებს.
"გატანა ყოველთვის მომწონს და, რა თქმა უნდა, დიდ მატჩებში გატანა - ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა. როცა "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედის" კარში გაგაქვს გოლი, ტანში ჟრუანტელი გივლის, რადგან ატმოსფერო იძაბება - გულშემატკივართა უმრავლესობა ჩუმდება, სტუმართა სექტორი კი გიჟდება.
სახლში განსხვავებული სიტუაციაა, რადგან "სიტის" ქომაგი ასეთ მატჩებში მართლაც ხმაურიანია. როცა ისინი ჩემს სახელს მღერიან - მბურძგლავს."
აგუერომ რადამელ ფალკაოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ კოლუმბიელის თამაშით მოხარულია.
"იუნაიტედს" ირგვლივ რამდენიმე ნიჭიერი თავდამსხმელი ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ნამდვილი ველური იყო თავისი კარიერის განმავლობაში - რადამელ ფალკაოა. ეს სეზონი მისთვის ადვილი არ გამოდგა, მაგრამ მისი თავდადებით აღფრთოვანებული ვარ, მისი კლასი და ოსტატობა კი უცვლელია.
თანამედროვე ფეხბურთში ფალკაო ბუნებისგან დაჯილდოებული მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია." - განაცხადა აგუერომ.