ნოემბერში გამართული დერბი ზედიზედ მეოთხე იყო, როდესაც "სიტიმ" გაიმარჯვა. აქამდე მსგავსი სტატისტიკა "ქალაქელებს" 60 წლის წინ ჰქონდათ, თუმცა "იუნაიტედი" ზედიზედ ხუთჯერ არასოდეს დამარცხებულა დერბიში.
ეშლი იანგი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ხელს შეუშლის ამ განვითარებად ტენდენციას და "ოლდ ტრაფორდს" გამარჯვებულები დატოვებენ.
"ჩვენ გვსურს ამ სტატისტიკის შეჩერება. წინ რთული მატჩი გველოდება. ყველას გვესმის, რომ ეს იქნება ურთულესი შეხვედრა, მაგრამ ბოლო მატჩებში ყველას დავანახვეთ, თუ როგორ შეგვიძლია თამაში"
"კარგი შედეგი იქნება, თუ "ქალაქელებზე" მაღალ პოზიციაზე დავასრულებთ სეზონს, მაგრამ ყოველი მატჩის ბოლოს სატურნირო ცხრილი იცვლება. როგორც უკვე ვთქვი, ველოდებით სასტიკ მატჩს, მაგრამ ჩვენ შევეცდებით ვაჩვენოთ ჩვენი თამაში" - განაცხადა იანგმა Sky Sports-სთან ინტერვიუში.