ფალკაოს მიმდინარე სეზონში "ეტიჰადზე" ჩატარებულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მშვენივრად აცნობიერებს დერბის მნიშვნელობას.
"ბევრ რამეს ნიშნავს ჩვენი და, რა თქმა უნდა, მათი გულშემატკივრებისთვისაც და მინდა კვირას ვითამაშო. ფენომენალური ატმოსფერო იქნება.
მანჩესტერში დერბის დიდი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, დერბიში არ მითამაშია, მაგრამ ატმოსფეროს ერთი კვირით ადრეც გრძნობ, რადგან ქალაქში ყველა ამაზე საუბრობს."
რადამელ ფალკაოს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი სერხიო აგუერო კლუბის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია.
კოლუმბიელმა თავდამსხმელმა HeadtoHead for Puma's 'evoSPEED 1.3' რანგში გააკეთა კომენტარი, სადაც არგენტინელ ფეხბურთელთან ერთად იღებდა მონაწილეობას. "სიტი" ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია და საფრთხე მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში ჩნდება მათგან, მაგრამ ბოლო წლებში სერხიო აგუერო "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ყველაზე სახიფათო იყო.
მან უამრავი გოლი გაიტანა და განსაკუთრებით ფრთხილად უნდა მოეკიდნონ. თუ არსებობს რომელიმე ფეხბურთელი, რომელსაც ერთზე მეტი მოთამაშე უნდა მეურვეობდეს, ასეთი სწორედ აგუეროა."
ფალკაომ განაცხადა, რომ მიუხედავად თავისი მდგომარეობისა გუნდში ბედნიერია.
"ყველა ფეხბურთელს სურს თამაში, ეს ნორმალურია, მაგრამ მწვრთნელსა და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.
ვარჯიშებზე კვლავინდებურად ბევრს ვშრომობ და ვცდილობ ფეხბურთის ახალ სტილსა და სხვა სისტემას შევეგუო.
"მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი კლუბია, აქ ყოფნით ბედნიერი ვარ, ამიტომ მოთმენითაც კი ბედნიერი ვარ." - განაცხადა ფალკაომ.