რობსონმა და კერიკმა ისაუბრეს ”ნიუკასლზე”...
მანჩესტერის ოფიციალური გამოცემა, Inside United დაუკავშირდა ბრიან რობსონს და მაიკლ კერიკს ”ნიუკასლთან” მატჩამდე.როგორც ცნობილია, ორივე წარმოშობით ჩრდილოეთ-სამხრეთიდან არიან, შესაბამისად ბავშვობაში ორივე ”ნიუკასლს” ქომაგობდა...
მაიკლ, ბავშვობაში რამდენად კარგად იცნობდით ბრაიან რობსონს?კერიკი:ეს ფეხბურთელი იყო ლეგენდა.მაგრამ, მე როგორც ”ნიუკასლის” ფანს არ შემეძლო განცვიფრება გამომეხატა მის მიმართ.მაგრამ ბრაიანი იყო საჭირო მოთამაშე მთელი ინგლისისთვის.მე მაინც მომწონდა მისი თამაში, იმის მიუხედავად, რომ ”იუნაიტედის” წევრი იყო.
რობსონი:ასეთივე იყო ჩემი ბავშვობაც.მეც, როგორც მაიკლი, ”ნიუკასლის” ქომაგი ვიყავი.ადრე ისეთი სიტუაცია იყო, რომ მე მხოლოდ შემეძლო მეთამაშა ”ნიუკასლში” ან საერთოდ არ მეთამაშა.თქვენ თუ მეტყოდით, რომ მე ვითამაშებდი სხვა კლუბში, მე გულიანად გავიცინებდი.
კერიკი:მე მესმის, რასაც გულისხმობთ.ჩრდილოეთ-სამხრეთი იმყოფებოდა ვაკუუმში.თქვენც მიხვდებით ამას თუ ოდესმე იქ მოხვდებით.
რობსონი:მე როდესაც ვიყავი პატარა, აქ არ ვითარდებოდა არც რაგბი, არც კრიკეტი.აქ მხოლოდ ფეხბურთს აღიარებდნენ.სწორედ ამიტომ არის ხალხი ძალიან შეყვარებული ამ სპორტზე.
ასევე ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ”ნიუკასლმა” თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენა...რობსონი:კი ეს იყო შორეულ 1968/69 წლებში.მე ვიყავი იქ!მამაჩემთან ერთად.ჩვენ მოვიგეთ 3-0, გასვლაზე კი 3-2 მოვუგეთ ”იუპშეტს”
კერიკი:მამაჩემი ყოველთვის ლაპარაკობს ამ მოგებაზე, იმის მიუხედავად, რომ ეს დიდი ხნის წინ მოხდა.ამ კლუბის ქომაგები ცხოვრობენ ფეხბურთით.ბვშვები იზრდებიან ”ნიუკასლის” ფანებად და სხვა კლუბისკენ არც კი იხედებიან.