9-04-2015, 19:36
ნანახია: 2128,
კომენტარები: 16
სკაუტები "ნაპოლი" - "ლაციოს" მატჩზე იმყოფებოდნენ
"იუნაიტედის" სკაუტები Coppa Italia-ს მატჩზე იმყოფებოდნენ.
"მანჩესტერ იუაიტედის" სკაუტები გუშინ ღამით "ნაპოლი" - "ლაციოს" მატჩზე იმყოფებოდნენ, სადაც ფილიპე ანდერსონსა და გონსალო იგუაინს აკვირდებოდნენ.
ანდერსონმა ნახევარფინალურ შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა, რაც რომაულ კლუბს საშუალებას აძლევს ფინალში ითამაშოს, სადაც "იუვენტუსს" შეხვდება.
21-წლის ბრაზილიელი ბოლო პერიოდში კარგ ფორმაში იმყოფება და "არსენალის", "მანჩესტერ სიტის", "ლივერპულისა" და პსჟ-ს ყურადღება მიიპყრო.
იგუაინს რაფაელ ბენიტესის ხელმძღვანელობის ქვეშ პრობლემები აქვს და როგორც მოსალოდნელია ზაფხულში კლუბს გამოიცვლის.
"რეალიდან" იტალიაში გადასვლის შემდეგ არგენტინელმა ორ სეზონში 45 გოლის გატანა მოახერხა და ახლა ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება სურს.
თუმცა "ნაპოლი" მას იაფად არ განშორდება. კლუბი 27-წლის ფეხბურთელში 40 მლნ. ფუნტს ითხოვს.
წყარო:
dailymail
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.