ლუი ვან გაალის მოთხოვნით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ამერიკის შეერთებულ შტატში გასამართი წინასასეზონო ტურნეს ვადა შეამცირა.
გასულ წელს "იუნაიტედმა" ამერიკაში 5 მატჩი ჩაატარა. ვან გაალი ქალაქებს შორის მანძილითა და მატჩების დაწყების დროით უკმაყოფილო იყო. ჰოლანდიელს ისიც არ მოსწონდა, რომ კლუბმა კომერციულ ინტერესებზე ყურადღება დიდად გაამახვილა.
Telegraph-ის ცნობით, "იუნაიტედმა" გაითვალისწინა ჰოლანდიელის მოთხოვნები და ტურნეს დეტალები შეცვალა. ახლა "ეშმაკები" ამერიკაში მხოლოდ 3 მატჩის ჩატარებას აპირებენ ორ კვირაში, ნაცვლად 3-5 კვირისა. სავარაუდოდ, ყველა მატჩი დასავლეთის სანაპიროზე ჩატარდება. ეს ადგილი აღმოსავლეთისგან მშრალი და პროგნოზირებადი კლიმატით განსხვავდება.
გასულ ზაფხულს ლუი ვან გაალი მანჩესტერში 1 აგვისტოს, პრემიერ ლიგის დაწყებიდან ერთი კვირით ადრე დაბრუნდა.