"იუნაიტედის" ყოფილი მცველი პოლ მაკგრატი მიიჩნევს, რომ მომავალ ზაფხულს ლუი შეტევის ხაზს გაწმენდს.
"რადამელ ფალკაოს "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენა ეჭვგარეშეა. არ არის გამორიცხული, რომ ლუისა და მისი შესანიშნავი ურთიერთობის მიუხედავად, კლუბი რობინ ვან პერსისაც გაყიდის."
"ამ მომენტში "იუნაიტედი" კარგად გამოიყურება. ლუი ვან გაალი საკუთარი მუშაობით, მხოლოდ კარგ სიტყვებს იმსახურებს. სეზონის დიდი ნაწილი მათ ძალიან ცუდად ჩაატარეს და დარწმუნებული ვიყავი, ისინი ზედა ოთხეულში სეზონს ვერ დაასრულებდნენ. მათი მიმდინარე პოზიცია შესანიშნავი მიღწევაა. ვფიქრობ, მათ "სიტის" დამარცხება ნამდვილად შეუძლიათ."-განაცხადა მაკგრატმა