უეინ რუნის 6 რჩევა.
მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანია და საკუთარ გამოცდილებასა და გავლენას თამაშში სხვადასხვა ამპლუაში იყენებს. თავისთვის ეფექტურ პოზიციაზე დაბრუნებამ რუნის სეზონის საუკეთესო თამაშის ჩვენების საშუალება მისცა და გუნდის ბომბარდირთა სიაშიც მაღალ საფეხურზე დააბრუნა.
Inside United-მა "წითელი ეშმაკების" "ათიანს" ოსტატობის საიდუმლოს განდობა სთხოვა.
1.
წარმოიდგინეთ გატანილი გოლი"ოლდ ტრაფორდზე" თავისი კარიერის პირველ წლებში უეინმა ბევრი რამ ისწავლა ოლე გუნარ სოლსკიარეისგან, რომელიც ეუბნებოდა, რომ აუცილებელი იყო მოედანზე გონების ჩართვა. "უნდა წარმოიდგინო, როგორ გსურს გოლის გატანა" - ამბობს რუნი.
2.
დაუღალავად ივარჯიშეთრუნის მრავალმხირივი უნარების გასაღები - დაუღალავი ვარჯიშებია. თუ მეკარესთან ერთი-ერთზე გასვლასთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზე აქვს, მაშინ კარში დარტყმაში ვარჯიშობს. "ხანდახან მატჩის დროს შანსი გიჩნდება, ასე ვთქვათ, მარცხენა ფეხით გაიტანო, მაგრამ ბურთი მიზანში არ ხვდება. სწორედ ამაზე ახდენ კონცენტრაციას და ცდილობ თამაშის ეს ასპექტი გააუმჯობესო. საჭიროა მუდამ მიზანზე მოახდინო ფოკუსირება და რაც შეიძლება ბევრი ივარჯიშო".
3.
მთელი არსი მხედველობით კონტაქტშიაწარსულის ფორვარდები დუაით იორკი და ენდი კოული ერთმანეთს თითქოსდა ტელეპატიურად ესაუბრებოდნენ. რუნი ამტკიცებს, რომ საიდუმლო მხედველობით კონტაქტში იმალება. "ხანდახან ფორვარდის პოზიციაზე თამაშის დროს მცველს უნდა გაექცე, მაგრამ ყოველთვის არ გამოგდის. ჩემთვის იოლია: მრავალ პოზიციაზე მითამაშია. საიდუმლო შენი გუნდის თავდამსხმელთან ან ნახევამრცველთან მხედველობით კონტაქტში იმალება, რათა იცოდე, როდის უნდა გაიქცე ან როდის მისცე პასი."
4.
გოლების არ არსებობა - უბედურება არ არისუეინს თავისი კარიერის განმავლობაში არაერთი მშვენიერი გოლი გაუტანია მნიშვნელოვან მატჩებში და ეჭვი არ არსებობს, რომ "სიტისთან" შეხვედრაში მის მაკრატელა დარტყმას გავიხსენებთ. მაგრამ რუნი "არსენალის" კარში კრიშტიანუ რონალდუს მიერ 2009 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გატანილ გოლს იხსენებს, როგორც გუნდური მოქმედების მაგალითს. "სიამოვნებაა ასეთი გოლების ხელახლა ყურება და მსგავს კომბინაციებში მონაწილეობა."
5.
ივარჯიშეთ სტანდარტულებზერუნის მიმდინარე სეზონში სტანდარტულიდან ჯერ-ჯერობით არ გაუტანია გოლი, მაგრამ გასულ სეზონში "სიტის" წინააღმდეგ შეძლო. "მთელი არსი პრაქტიკაშია", - ამტკიცებს რუნი, რომელიც ვარჯიშების შემდეგ მოედანზე რჩება და თავისი ოსტატობის სრულყოფილებას ახდენს.
6.
ყურადღება მიაქციეთ მეკარეს"ვესტ ჰემის" მეკარე ადრიანი შორეულ გოლს "მოითხოვდა". 2013/14 წლების სეზონში მოედნის ცენტრიდან გატანილი ბურთი სწორედ ისეთი გამოდგა, როგორსაც რუნი წარმოიდგენდა. დარტყმამდეც ხედავდა, რამდენად შორს გამოდიოდა ადრიანი, ამიტომ იცოდა, რაც უნდა გაეკეთებინა.
წყარო:
carrick.ru