დენი უელბეკმა გაუზიარა თავისი განცდები ჟურნალისტებს ”ნიუკასლთან” მატჩის წინ.”ნიუკალსი” ამჟამად ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სერ ალქესის გუნდს ადვილი თამაში ელის.ალან პარდიუს გუნდში ბევრი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელია რომლებსაც ჯერ კიდევ ახსოვთ წინა წლის მატჩები ”იუნაიტედის წინააღმდეგ(1-1;3-0).
”ამ სეზონში მათი შედეგი ძალიან დაბალია წინა წლის მონაგართან შედარებით.ამის მიუხედავად მე ვიცი, რომ მათ აწუხებდათ ტრავმები, ამან კი გადამწყვეტი როლი ითამაშა მათ მიერ ჩატარებულ მატჩებში.ჩვენ უნდა დავინახოთ ის დიდი პოტენციალი რომელიც მათ აქვთ.”ნიუკასლის” თავდამსხმის წყვილი ერთ-ერთი საუკეთესოა ინგლისში.მე თვალს ვადევნებდი ტელევიზორით დემბა ბას და პაპის სისეს თამაშს, ვცდილობდი რა მეპოვა მათი სუსტი წერტილები.ასე რომ ვიმედოვნებ მომეცემა შანსი და გამოვიყენებ ჩემს ცოდნას მათ შესახებ.”-ამბობს უელბეკი manutd.com-თან ინტერვიუში.
დანის იმედი აქვს, რომ სერ ალექსი მისცემს მას სათამაშო დროს.”ყველაზე ცუდი ისაა, რომ შობის ღამეს ჩვენ გვიწევს სასტუმროში ყოფნა და არა სახლში.მაგრამ ჩვენ მოუთმენლად ველოდებოდით ამ პერიოდს, რადგან მატჩები მიყოლებითაა.თუ თქვენ გაივლით სეზონის ამ ნაწილს კარგად, მაშინ გარანტირებული გექნებათ წინსვლა.”