მიმდინარე წლის ზაფხულს "იუნაიტედს" შესაძლოა დანი ალვეში შეუერთდეს, მიუხედავად იმისა, რომ "წითელი ეშმაკები" ნათანაელ კლაინის მიმართაც იჩენენ ინტერესს.
ესპანური მედია იტყობინება, რომ ბრაზილიელი მცველი კვლავ "იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნეთა რიცხვში შედის.
ალვეშს მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მისით ევროპის ტოპ-კლუბები - "არსენალი", "ჩელსი" და პსჟ - ინტერესდებიან.
მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე ანტონიო ვალენსია ამპლუით მარჯვენა მცველი არ არის, რაფაელ და სილვა კი კლუბს ზაფხულში დატოვებს, ამიტომ "იუნაიტედი" ორი მარჯვენა მცველის დამატებას ეცდება.
კლაინი პირველი არჩევანია და მასთან ერთად "ოლდ ტრაფორდზე" 31-წლის ალვეშის გადაბირებასაც ეცდებიან, რაშიც ყველაზე დიდ კონკურენციას პსჟ გაუწევს, რომლის რიგებშიც მარკინიოსის, დავიდ ლუიზის, მაქსველისა და ტიაგო სილვას სახით "ბარსელონას" მოქმედი ფეხბურთელის თანამემამულეები თამაშობენ.