თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2015, 10:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1949,
კომენტარები: 12
ფელაინი გუნდს აგრესიულობისკენ მოუწოდებს
მარუან ფელაინი დერბიში "იუნაიტედს" აგრესიული ფეხბურთის თამაშს სთხოვს.
ფელაინი გუნდს აგრესიულობისკენ მოუწოდებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევამრცველმა მარუან ფელაინიმ მანჩესტერულ დერბიში საკუთარ გუნდს აგრესიული და უხეში თამაშისკენ მოუწოდა.

გასულ სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული დერბი "წითელი ეშმაკების" განადგურებით დასრულდა (0:3), მარუანი კი სასწაულით გადაურჩა წითელ ბარათს, როცა პაბლო საბალეტას სახეში იდაყვი ჩაარტყა.

27-წლის ბელგიელი დარწმუნებულია, რომ ძალისმიერი მანერით თამაშის ფონზე მისი გუნდი რევანშის აღებას მოახერხებს.

"ინგლისში ყოველი მატჩი დერბის ჰგავს, რადგან აქ ყოველთვის იმართება ფიზიკური ორთაბრძოლები. დერბიში კი უფრო მეტად აგრესიული და უხეში უნდა იყო, თუ გინდა, რომ გაიმარჯვო.

ყველაფერი წესების ფარგლებში უნდა იყოს, მაგრამ სწორედ ფიზიკური ორთაბრძოლები ხდის ამ ლიგას ასეთ ბრძოლისუნარიანს.

მატჩი უდიდეს მნიშვნელობას ატარებს. ეს არის დერბი და ის დაძაბული იქნება როგორც მოთამაშეებისთვის, ისე გულშემატკივართათვის. მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა გვსურს, ამიტომ საკუთარ მოედანზე უნდა გავიმარჯვოთ. მოგებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,
- განაცხადა ფელაინიმ.

წყარო: mirror
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
9 აპრილი 2015 10:21
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ტურეს აჯობეთ ფიზიკურ ორთაბრძოლაში. შარშანდელ იაიას საერთოდ აღარ ჰგავს, მაგრამ მაინც ტურეა და ბოლო ორი-სამი წელია რასაც გვიშვრება იმის ნებას აღარ დართავენ, იმედია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
9 აპრილი 2015 10:41
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

იაია რომ არა მეეჭვება რომ ამდენი თამაში მოეგოთ ჩვენთვის.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
9 აპრილი 2015 10:59
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
თავისებურად აგუეროსაც ძალიან შეუყვარდა ჩვენს კარში გოლის გატანა და მიეჩვია კიდეც. ეგ და სილვა ცალკე პრობლემა იქნებიან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: gilmour
9 აპრილი 2015 12:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ახლა მაგარი შანსი გვაქვს ამათი გახევის. ძაან ცუდათ თამაშობენ ბოლო პერიოდში. ტურე საერთოდ თავისთავს არ გავს.
აგრესიული თამაში არის ის რაც გვაკლია ბოლო წლებში. ოღონდ სწორი აგრესია და არა წითელი ბარათები.
0
№5
ავტორი: Pazu21
9 აპრილი 2015 12:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 119
Midi fela, herera-carickma unda daichiron centri da fela presingshi magra gamogvadgeba. imedia dziritadshi dimaria iqneba
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 აპრილი 2015 12:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ვეთანხმები ფუჩეჩას, ფიზიკური ორთაბრძოლები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მეორე სართულზეც რაც შეიძლება ბევრი ბურთი უნდა ავიღოთ, თუმცა მე მაინც ვფიქრობ რომ მთავარი პრობლემა ტურეს და აგუეროს განეიტრალება იქნება. ეს ორი ფეხბურთელი თუ თამაშიდან გამოვთიშეთ მაშინ ჩათვალეთ, რომ 3 ქულა უკვე აღებული გვაქვს.
0
№7
ავტორი: AkkRed
9 აპრილი 2015 14:15
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

არა და ყოველ მეორე მატჩში აგუერო ტრავმას იღებდა ახლა რა ეტაკა რომ არ დაიმტვრა. სილვა ჩემი ტკივილია ვალენსიიდან recourse
0
№8
ავტორი: LizarD
9 აპრილი 2015 14:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
RojoDiablo,
ფელაინიმ გამოთიშა საკაიფოდ ტურე წინა თამაშში და რატომ არა ახლა? მითუმეტეს როცა ბევრად უკეთეს ფორმაშია და ია ია პირიქით? ეს თამაში ძალიან მარტივად უნდა მოიგონ ჩემი აზრით. აგრესიულობა კი მართლა საჭიროა, ყოველთვის კლასით ვერ გახვალ ფონს. მითუმეტეს დერბიში.
0
№9
ავტორი: GeorgeBest
9 აპრილი 2015 14:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველაფერი წესების ფარგლებში უნდა იყოს, მაგრამ სწორედ ფიზიკური ორთაბრძოლები ხდის ამ ლიგას ასეთ ბრძოლისუნარიანს


მარტო ეს მევასება ამ ფეხბურთელში, სხვა არაფრის გამო არც გვდომებია ამის ყიდვა. მეორე სართულზე ბრძოლის მეტი პრინციპში არც არაფერი შეუძლია
0
№10
ავტორი: buka oboladze
9 აპრილი 2015 15:19
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
გიო ბოლოთამაშებში გამოჩნდა რომ სვა რაღაცებიც ხალიან კარგად შეუძლია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top