"ვესტ ჰემის" მთავარმა მწვრთნელმა სემ ელერდაისმა აღიარა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნაზე ყოველთვის ოცნებობდა.
"დიდი სემი" "ჩაქუჩებს" 2011 წლის ივნისიდან წვრთნის, თუმცა მის გარდა არსებობს პრემიერ ლიგაში კიდევ ერთი გუნდი, რომლის სიმპათიების დამალვის ელერდაისს არ ეშინია.
"თუ ვიტყვი, რომ "ვესტ ჰემის" გაწვრთნაზე არ ვოცნებობდი, მაშინ გულშემატკივრებთან პრობლემები მექნება. ამ გუნდის ხელმძღვანელობა მართლაც ჩემი ოცნება იყო."
"მაგრამ არის "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი. იმ დროს, როდესაც ვცდილობდი "ბოლტონის" გაყვანას პირველ დივიზიონში, "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩებს "ოლდ ტრაფორდზე" ყოველთვის ვესწრებოდი."
"ბედნიერი ვიყავი, როცა "ოლდ ტრაფორდზე" ვთამაშობდი და იქ მწვრთნელის სტატუსით დავბრუნდი. ეს ინგლისში ჩემი ოცნების გუნდია."- განაცხადა ელერდაისმა BT Sport-ის პირდაპირ ეთერში