სოციალურ ქსელში Adidas-ის მაისურების ფოტოები გავრცელდა.
სოციალურ ქსელში "მანჩესტერ იუნაიტედის" საშინაო, გასვლითი და მესამე მაისურის ფოტოები გავრცელდა.
გასულ ზაფხულს "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებმა adidas-თან 10-წლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ განაცხადეს, რომელიც ძალაში 2015/16 წლების სეზონიდან შევა და რომლის მიხედვით "იუნაიტედი" წელიწადში 75 მლნ. ფუნტს მიიღებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული სურათები, რომლებიც "იუნაიტედის" მომდევნო სეზონის ფორმას ასახავს (მარცხნივ)
ფოტოების თანახმად, "იუნაიტედის" გასვლითი ფორმა მომდევნო სეზონში თეთრი ფერის იქნება, მესამე ფორმა კი შავი
გერმანულმა ბრენდმა Nike ჩაანაცვლა, რომელიც ინგლისის 20-გზის ჩემპიონებთან 13 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა.
თავად Nike-მა კი 2002 წელს Umbro ჩაანაცვლა. ეს Adidas-ისა და "იუნაიტედის" მეორე თანამშრომლობა იქნება. პირველად მათ შორის შემდგარი შეთანხმება 1980-92 წლებზე იყო გათვლილი.
Adidas-ის მიერ "იუნაიტედის" მაისურის პირველი დიზაინი (მარცხნივ)
ყველაზე გამორჩეულ სეზონში, 1999 წელს "იუნაიტედის" სპონსორი Umbro იყო
როცა კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეიძინა, Nike თანამშრომლობის მეორე წელს ითვლიდა
"იუნაიტედის" მეორე მაისური V-ფორმის საყელოთი იქნება, შორტები კი შავ-წითელ ფერში, რასაც ასევე თეთრი ფერის გეტრები დაერთობა.
მესამე მაისური კი დანარჩენი წლების მაისურებისგან ფერით განსხვავდება - ლურჯს ამჯერად შავი ფერი შეცვლის.
წყარო:
dailymail