რობინ ვან პერსიმ მანჩესტერულ დერბისთვის მზადყოფნა დაადასტურა.
31-წლის ფეხბურთელი 21 თებერვალს "სუონსისთან" მიღებული დაზიანების შემდეგ ვერ ახერხებს თამაშს. მას შემდეგ ჰოლანდიელმა 6 მატჩი გამოტოვა, მათ შორის "არსენალის" წინააღმდეგ ინგლისის თასის ეგიდით გამართული შეხვედრაც.
ოთხშაბათს კი რობინმა პირველი ვარჯიში ჩაატარა. "იუნაიტედის" მომდევნო დაპირისპირება კვირას თანაქალაქელი "სიტის" წინააღმდეგ შედგება და ვან პერსის მხოლოდ რამდენიმე დღე აქვს ფორმის დასაბრუნებლად.
"დღეს ჯგუფთან ერთად ვარჯიშები განვაახლე. ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. მიხარია, რომ ჯანმრთელი ვარ და ისევ შემიძლია თამაში. ჩემს მომდევნო მატჩს მოუთმენლად ველოდები." - დაწერა ვან პერსიმ საკუთარ თვითერ გვერდზე.