"მანჩესტერ სიტის" კაპიტანი ვენსან კომპანი აცხადებს, რომ მომდევნო კვირას მისი გუნდი სატურნირო მდგომარეობას ყურადღებას არ მიაქცევს და "მანჩესტერ იუნაიტედთან" თამაშზე იფიქრებს.
საკვირაო დერბის "ქალაქელები" მეოთხე ადგილზე მყოფები ხვდებიან და ტიტულის მოპოვების რეალური შანსები უკვე დაკარგული აქვთ.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" კი დიდი ხნის განმავლობაში პირველად მოახერხა "სიტის" გადასწრება. "წითელ ეშმაკებს" "ასტონ ვილას" დამარცხების შემდეგ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გასვლის შანსი მიეცათ.
მანუელ პელეგრინის გუნდმა საკუთარი შეხვედრა ორშაბათს "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ დათმო და ამჟამად მეოთხე ადგილზე იკავებს. თუმცა მდგომარეობის გაუმჯობესება მომდევნო ტურში უშუალო კონკურენტის წინააღმდეგ შეუძლია.
"ერთადერთი, რაც მაღელვებს - ეს ჩვენს საუკეთესო ფორმასთან დაბრუნებაა. წინა სეზონებმა მასწავლეს, რომ სეზონის ბოლოს კარგად თამაშმა შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს საბოლოო შედეგზე.
კვირას "იუნაიტედი" გველოდება და დერბი - დერბია. ლიგაში შენს პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს დერბია. მის ჩასატარებლად კი ახლა კარგი მომენტია, თუმცა მოწინააღმდეგე ოდნავ უკეთეს ფორმაში იმყოფება.
თუმცა "ოლდ ტრაფორდი" შესანიშნავი ადგილია იმისთვის, რომ გახვიდე და სამართლიანობა აღადგინო იმის გამო, რაც ორშაბათს მოხდა." - განაცხადა ბელგიელმა.