ახალგაზრდა "ეშმაკების" კიდევ ერთი გამარჯვება.
გუშინ, Aon-ის სამწვრთნელო ბაზაზე გაიმართა დუბლების პრემიერ ლიგა, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ვესტ ჰემის" რეზერვები ხვდებოდნენ. მატჩი საინტერესო, დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა.
მე-14 წუთზე სტუმრები ოქსფორდის გოლით დაწინაურდნენ, რასაც ჰაროპისა და როზველის საპასუხო გოლები მოჰყვა. პირველი ნახევრის დასასრულს აღარაფერი აკლდა, როცა ბრაუნმა ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით წარიმართა, თუმცა გოლის გატანა მხოლოდ "იუნაიტედმა" შეძლო, თავი კვლავ ჰაროპმა გამოიჩინა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეხვედრაში ძირითადი გუნდიდან ოთხი მოთამაშე იღებდა მონაწილეობას. რაფაელმა, იანუზაიმ და მაკნეირმა მატჩი სრულად ჩაატარეს, ხოლო ჯეიმს უილსონი 85 წუთზე უეირმა შეცვალა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" - 3:2გოლები: ჰაროპი 22-63, როზველი 24 წთ. - ოქსფორდი 14, ბრაუნი 45წთ.
შემადგენლობა:ძირითადი: ჯ.პერეირა. რაფაელი, მაკნეირი, ლავი, კელეტი, იანუზაი, როზველი (თუანზებე 85), გრიმშოუ, გასი, ჰაროპი. უილსონი (უეირი85).
სათადარიგო: ოჰარა, უეირი, ფოსუ-მენსა, თუანზებე, უილოკი.
"იუნაიტედი" კვლავ ინარჩუნებს პირველ პოზიციას. ტურნირის დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი, თუმცა მდევარ "ლივერპულს" ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული."იუნაიტედი" შემდეგ ტურში "ლესტერს" ესტუმრება. მატჩი 20 აპრილს, თბილისის დროით 22:00 წუთზე გაიმართება.წყარო:
Manutd.com