"იუნაიტედის" მეოთხე კიპერი ბენ ამოსი "ბოლტონთან" იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ ქერინგთონზე დაბრუნდა.
"ბოლტონის" ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, ორივე კიპერის ტრავმის შემდეგ სასწრაფოდ მეკარე დაემატებინა, თუმცა დროებით მისულმა ამოსმა, სამწვრთნელო შტაბზე შთაბეჭდილების მოხდენა შეძლო და კოლეგების გამოჯანმრთელების შემდეგაც კი შეინარჩუნა ადგილი ძირითად შემადგენლობაში.
"ბოლტონის" მაისურით ამოსმა 9 მატჩი ჩაატარა და ასევე გულშემატკივრების მიერ მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ იქნა აღიარებული.
"გვინდა კლუბის სახელით ბენს გუნდში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადავუხადოთ და წარმატებები ვუსურვოთ."- წერენ "ბოლტონის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე.