12 აპრილს, კვირას გასამართ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირებას ცნობილი ინგლისელი რეფერი მარკ კლატენბურგი განსჯის.
ამ დროისათვის ორივე გუნდი ოთხეულში იმყოფება და ქულებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. იმ შემთხვევაში, თუ "წითელი ეშმაკები" მოწინააღმდეგეს დაამარცხებენ, თანაქალაქელებს შორის სხვაობა 4 ქულამდე გაიზრდება.
40-წლის კლატენბურს "იუნაიტედის" რამდენიმე შეხვედრის განსჯა მოუხდა და მოედნიდან ტაილერ ბლეკეტი და ლუკ შოუ ჰყავს გაძევებული, ხოლო "სიტის" კაპიტანს სანაკრებო თამაშის დროს უჩვენა წითელი ბარათი.
ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სწორედ 2011 წლის დერბის, სადაც "იუნაიტედი" 1:6 დამარცხდა, კლატენბურგი სჯიდა.