ფილ ნევილი მიიჩნევს, რომ ანხელ დი მარიამ სატარტო შემადგენლობაში დასაბრუნებლად ხუან მატას მსგავსად უნდა იმუშაოს.
"ხუანი ფანტასტიური ფეხბურთელია. ის არის უნივერსალური და ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია, რაც მის უპირატესობებს მნიშვნელოვნად ზრდის. პრობლემებს ესპანელი საკუთარი თამაშის ხარისხის მეშვეობით უმკლავდება. მისი იდეალური პოზიცია- "ათიანია", მაგრამ რომელ კლუბშიც არ უნდა ითამაშოს მან, ხუანი მუდამ სხვა ფუნქციებს ასრულებს."
"ახლა ესპანელმა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა. ხუანის მსგავსად შემადგენლობაში მოხვედრა კი ანხელ დი მარიასათვის ძალიან რთული იქნება. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ხუანის სათამაშო ფორმას უკანასკნელ მატჩებში."-განაცხადა ინგლისელმა