თბილისი:
მანჩესტერი:
7-04-2015, 17:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2136,
კომენტარები: 8
რიბერი: "ლუი ცუდი ადამიანია"
ფრანკ რიბერი ვან გაალს აკრიტიკებს.
რიბერი:
მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ თავისი ყოფილი მწვრთნელი, რომელიც ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედს" უდგას სათავეში, გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ვან გაალი ცუდი ადამიანია.

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ჰოლანდიელის მეთოდთა უმრავლესობა არაერთგვაროვანია.

ფრანგი ფეხბურთელის თქმით, თანამშრომლობის პერიოდში ლუი ვან გაალი ავტორიტეტებს არ ცნობდა.

"ადამიანური თვალსაზრისით, პრობლემები გვქონდა. როცა იწყებდა, არავინ იცოდა, სადამდე მიგვიყვანდა ეს. მისი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სახელები მისთვის არაფერს ნიშნავს - მას ვარსკვლავები არ სჭირდება, ყველამ ახალად უნდა წარმოაჩინოს თავი.

ჩვენი ურთიერთობა პირველივე კონტაქტის დროს მოიწამლა. როგორც პროფესიონალი, ნდობას კარგავ. მოედანზე არაჩვეულებრივ რამეებს აკეთებს, მაგრამ მწვრთნელი ვან გაალი ცუდი ადამიანია."


წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
7 აპრილი 2015 17:58
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
განაწყენებული ბავშვივით ლაპარაკობს. რა არის იმაში ცუდი, რომ მესი მხოლოდ იმიტომ არ ათამაშო, რომ მესია და მის ნაცვლად დააყენო პედრო, რომელიც უკეთეს მდგომარეობაში და უკეთეს ფორმაშია. მაშინ შეიქმნას გუნდი ისეთი ფეხბურთელებით, რომლებიც უბრალოდ ძვირადღირებულნი არიან და სახელგანთქმულნი. ირბინოს თითოეულმა მათგანმა და ნუ მისცემ დავალებას ნურაფერს.

გუნდში უნდა იდგეს ის, ვინც უკეთესია და სჯობია მეორეს. ასეა ახლა დი მარიას შემთხვევაში და ზარალდება ამით გუნდი?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: fergie.27
7 აპრილი 2015 18:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
კაი ეხლა მთლად ასე ლაპარაკიც არ შეიძლება რა
0
№3
ავტორი: AkkRed
7 აპრილი 2015 18:29
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

მასეთი ხდება რეალია. რაც შეეხება ლუის და თავის პროფესიონალიზმს არა მგონია, რომ რამე უჩვეულო იყოს.
0
№4
ავტორი: ViDa
7 აპრილი 2015 18:56
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
მწვრთნელის ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა ეგ. რატო უნდა დააყენოს ცუდ ფორმაში მყოფი რიბერი, როცა სხვა, ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელი უკეთეს ფორმაშია?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№5
ავტორი: GeorgeBest
7 აპრილი 2015 22:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მისი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სახელები მისთვის არაფერს ნიშნავს - მას ვარსკვლავები არ სჭირდება, ყველამ ახალად უნდა წარმოაჩინოს თავი


და ამაში ცუდი რა არის ვერ მივხვდი
0
№6
ავტორი: red devil
8 აპრილი 2015 10:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Gabutuli riberi :-D
0
№7
ავტორი: Count Alucard
8 აპრილი 2015 15:39
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
რიბერი ეტყობა ფერგის არ იცნობდა lol ეგრე ბაბუ სატანად მოეჩვენებოდა, ფეხბურთელი არასდროს არ უნდა იყოს გუნდზე მეტი, არანაირი ავტორიტეტი არ არსებობს, გარდა მწვრთნელისა, მარტო იმის გამო მოედანზე ყოფნა რადგან წარსულში რაღაც გაგიკეთებია მიუღებელია და გუნდს ზიანს მოუტანს. მაგას პროფესიონალიზმი ქვია, რომ იმ ფეხბურთელს ათამაშებ ვინც კარგ ფორმაშია და არა ცუდი ადამიანობა.
0
№8
ავტორი: chestersa
9 აპრილი 2015 03:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
Riberi saxe ashkarad logikaze lamazi gaq!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top