მოდით, "ლივერპულთან" გამართულ შეხვედრაზე ვისაუბროთ. როგორ წარიმართა ის თქვენთვის?
უდავოდ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი კარიერაში. "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით "ენფილდზე" თამაში, გამარჯვება და ორი გოლის გატანა- ეს არის ის, რასაც ვერასდროს დავივიწყებ.
მოთამაშეები, რომლებმაც მსგავსი რამ ადრე გაუკეთებიათ, მაგალითად, დიეგო ფორლანი, უმალ კლუბის ისტორიაში შედიოდნენ და გმირებად ითვლებოდნენ. ამის შესახებ იცოდით მატჩამდე, თუ უკვე დასრულების შემდეგ შეიტყვეთ?
სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი ჩემამდე ვის ჰქონდა დუბლი შესრულებული "ენფილდზე", რადგან არ ვფიქრობდი, რომ მე მოვახერხებდი ამის გაკეთებას. ვცდილობდი, კარგი და ლამაზი თამაშით გუნდს დავხმარებოდი გამარჯვების მიღწევაში. ვფიქრობ, გამოგვივიდა.
იცით, "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები ახლა "ლივერპულის" საშინაო არენას "ხუანფილდს" ეძახიან?
[იცინის] დიახ, რამდენიმე ფოტო ვნახე.
მოგეწონათ?
კი, ძალიან.
რა პოზიციაზე თამაშობთ ახლა? გრძნობთ, რომ რაიმე კონკრეტულ ადგილი გაქვთ მოედანზე?
ახლა ჩვენ ახალი სისტემით, 4-3-3-ით, ვთამაშობთ. ნათელია, რომ მე მარჯვენა ფლანგზე ვმოქმედებ. ბევრს ეგონა, რომ ფლანგზე ვერ ვითამაშებდი, თუმცა დადგა "ლივერპულთან" დაპირისპირების დღე და მე ყველაფერი გამომივიდა.
ალბათ, გულშემატკივარს თქვენი თამაშის სტილის გამო მოსწონხართ. ყველა კლუბში ფანების ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე იყავით, თუმცა მწვრთნელებთან საქმე არ მიგდიოდათ კარგად. ეს რაიმე გავლენას ახდენს საერთოდ?
[ღიმილით] ყველაფერი მწვრთნელის ფილოსოფიაზეა დამოკიდებული. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, მაგრამ უკვე ბევრ მენეჯერთან ერთად მიმუშავია და ყოველთვის მეძლეოდა სათამაშო დრო. ყველა მათგანი მენდობოდა და დარწმუნებული იყო ჩემში, მაგრამ არავის ისე არ სჯეროდა ჩემი, როგორც თავად მე. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუკი კარგად ვიმუშავებ და ვარჯიშებზე თავს წარმოვაჩენ, მომეცემა შანსი. სწორედ ამის გამო ვარ დღეს "მანჩესტერ იუნაიტედში".
მომიყევი ახლანდელი მწვრთნელის შესახებ. ცოტა ხნის წინ მას ვთხოვე, აეხსნა თავისი ფილოსოფია, მან კი მიპასუხა "არა" და შემომთავაზა ჩემით მეცადა და გამეგო კითხვაზე პასუხი.
არც მე არ შემიძლია! არც მე შემიძლია![იცინის] თუ თქვენ თავად არ შეგიძლიათ, მე ვერ დაგეხმარებით.
წარმოდგენაც არ გაქვთ?
შემიძლიათ გითხრათ, მე რას ვფიქრობ.
გისმენ...
ჩემი აზრით, მას მოსწონს შემტევი ფეხბურთი, ერთი-ორი შეხებით. ის ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს გუნდის განლაგებას, სწორედ ეს არის მისი ფილოსოფიის მთავარი არსი - სწრაფი, მარტივი და ლამაზი ფეხბურთი.
რას იტყვი ოთხეულზე? ეს ამ სეზონში მთავარი მიზანია?
ჩვენ ერთი და ორი ქულით ჩამოვრჩებით, შესაბამისად, "არსენალს" და "სიტის" (ინტერვიუ უქმეებამდე ჩაიწერა.), ამიტომ, ვფიქრობ, შეგვწევს ძალა დავიკავოთ მეორე ადგილიც კი, მით უმეტეს, რომ პირადი დაპირისპირებები გველის ამ ორ გუნდთან.
თქვენ კლუბთან ადაპტაცია არ გაგიჭირდათ. რამდენად დიდი გავლენა მოახდინა ამ ფაქტმა თქვენს მშვიდ ყოფაზე?
დავიდი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან ის იყო ერთადერთი, რომელსაც კარგად ვიცნობდი "მანჩესტერ იუნაიტედიდან". ვფიქრობ, იგივე სიტუაციაში იყო ანდერ ერერაც. ჩემი აზრით, ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებთ, როგორც მოედანზე ის მის ფარგლებს გარეთ.
როგორც დე ხეას მეგობარი, არ ცდილობთ დაარწმუნოთ იგი, რომ დარჩეს კლუბში? ვფიქრობ, ეს თქვენც გინდათ, ასე არ არის?
[იცინის] დიახ. ყველას უნდა მისი დარჩენა, რადგან დავიდი შესანიშნავია. საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა მსოფლიოში. კარგი იქნება, თუ ჩვენ გუნდში კიდევ დიდი ხანი დარჩება.
სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. სეზონის კარგ დასასრულს გისურვებ! გმადლობ!
გმადლობ!
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.