"ბაიერნ მიუნხენის" ლეგენდა, ფრანც ბეკენბაუერი თვლის, რომ გერმანელი მცველი მატს ჰუმელსისთვის იდეალური დროა ძალების სხვა ქვეყანაში გამოსაცდელად.
26 წლის მცველს ბოლო დროს ხშირად უკავშირებენ "მანჩესტერ იუნაიტედს", ამასთანავე თვითონ ფეხბურთელმაც აღიარა, რომ განიხილავს სხვა ქვეყანაში გადასვლის ვარიანტებს.
"ჰუმელსი ახლა 26 წლისაა, ეს საუკეთესო ასაკია იმისათვის, რომ ინგლისში გადავიდეს." - განუცხადა ბეკენბაუერმა Bild-ს. - "ძალიან კარგად მესმის, თუ რაზე ფიქრობს ახლა."
"მსგავსი სიტუაცია მეც მქონია ჩემს კარიერაში. 1966 წელს ხელი მოვაწერე წინასწარ შეთანხმებას "ინტერთან", თუმცა მაშინ იტალიამ უცხოელებისთვის საზღვარი ჩაკეტა და საბოლოოდ მილანში ვერ მოვხვდი."
"ბაიერნი" მაშინ პატარა სტადიონზე თამაშობდა, ხოლო "მილანს" გიგანტური "სან სირო" ჰქონდა, იქაურ ატმოსფეროს ყოვეთვის აღტაცებაში მოვყავდი. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ იქ გადავსულიყავი."