ინგლისელმა საფეხბურთო ექსპერტმა, გარი ნევილმა შეაქო ანდერ ერერა, რომელმაც ბოლო პერიოდში მოახერხა საკუთარი თამაშის გამოსწორება და მთავარი მწვრთნელის ნდობის მოპოვება.
"ერერამ დაიწყო საკუთარი თავის კარგად წარმოჩენა" - განაცხადა "იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა Sky Sports-ის ეთერში. - "ის საკუთარ თამაშს პოულობს, მას შემდეგ რაც მუდმივად ხვდება ძირითად შემადგენლობაში. ახლა მისი თავდაჯერებულობა ყოველ მატჩში იმატებს და ის უკვე ჰგავს იმ ფეხბურთელს, რომელშიც ამდენი თანხაა გადახდილი."
"ვფიქრობ, რომ ადრე ის უფრო ხშირად ცდილობდა შეტევაში წასვლას, რაც ვან გაალისთვის მიუღებელია. მას უყვარს როცა ცენტრალური ნახევამცველები ზუსტად ცენტრალურ ზონაში თამაშობენ, მიყვებიან გეგმას და აკეთებენ იმას, რასაც მწვრთნელი მოითხოვს. ახლა ერერა სწორედ ასე მოქმედებს."
"ის შეტევის დასრულებაში ნამდვილად არ არის ცუდი. როცა ბურთს საჯარიმოს მისადგომებთან იღებს, არასდროს ვარდება პანიკაში და კარგად აკონტროლებს დარტყმას. როგორც უკვე ვთქვი, ის შესანიშნავ ფორმაშია."
ნევილი ასევე იმედოვნებს, რომ ანხელ დი მარია არ დატოვებს კლუბს და ბოლომდე გახსნას შემდეგ სეზონში შეძლებს.
"კარგი იქნება თუ დი მარია ისე ითამაშებს, როგორც შეუძლია. ვფიქრობ ამით ყველა ბედნიერი იქნება. როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი გულშემატკივარი, ვიმედოვნებ რომ მას არ დავკარგავთ და მალე ის თავის საუკეთესო თამაშს გვანახვებს."