თბილისი:
მანჩესტერი:
6-04-2015, 22:04
ავტორი: GeorgianDevil,
ნანახია: 2357,
კომენტარები: 12
,,სიტი" სხვა ,,იუნაიტედს'' იხილავს''
ლუი ვან გაალი მოახლოებულ მანჩესტერულ დერბიზე
,,სიტი
ლუი ვან გალი დარწმუნებულია, რომ მისი შეგირდები კვირას გასამართ მატჩში შეძლებენ იმის ჩვენებას, რომ გუნდის ჩამოყალიბების პროცესი დასასრულს უახლოვდება.

პირველ წრეში "იუნაიტედი'' და "სიტი'' ერთმანეთს "ეტიჰადზე'' დაუპირისპირდნენ. "წითლებმა'' ეს თამაში ათი კაცით დაამთავრეს და საბოლოოდ 1-0 დამარცხდნენ. ეს შეხვედრა იმ მატჩთაგან ერთ-ერთი იყო, რომელმაც ვან გალს ის ასპექტები აჩვენა, რომელიც მას აუცილებლად უნდა გაეუმჯობესებინა.

დღეს, 5 თვის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ამ შეხვედრაში ფავორიტად უკვე "წითლები'' ითვლებიან. თვითონ ვან გალი ამბობს, რომ თამაშის ახლანდელი მოდელი განსხვავდება იმისგან, რომლის დანერგვასაც ის სეზონის პირველ ნახევარში ცდილობდა:

,,დარწმუნებული ვარ მაშინ სულ სხვა "მანჩესტერი'' იყო. ჩვენ გზის დასაწყისში ვიყავით, ახლა კი დასასრულს ვუახლოვდებით. გუნდი პროგრესირებს და ამასთან ფეხბურთელებსაც თავდაჯერებულობა ემატებათ. ჩვენი ახლანდელი მიღწევები ნათლად აჩვენებს იმას, რომ ეს უკვე სხვა "მანჩესტერ იუნაიტედია''

ვან გალი ასევე დარწმუნებულია იმაშიც, რომ "ასტონ ვილასთან'' მოპოვებულმა გამარჯვებამ ფეხბურთელებს კიდევ უფრო განუმტკიცა თავდაჯერებულობა და ეს დადებითად აისახება გუნდზე "სიტისთან'' მატჩში.

,,ფეხბურთელები გრძნობენ თავიანთ ძალას და ეს მათ თამაშზეც კარგად აისახება. ჩვენ ზედიზედ მე-5 გამარჯვება მოვიპოვეთ და ახლა შესაბამის მომენტს ველოდებით''

"სიტის'' ერთით ნაკლები თამაში აქვს. თუ ისინი ფრეს ითამაშებენ, მაშინ ჩვენ ერთნაირი ქულათა რაოდენობა გვექნება. მაგრამ მათ უკეთესი მაჩვენებელი აქვთ ბურთების სხვაობით, ამიტომ მათ უნდა წააგონ, რომ ცხრილში მათზე ზემოთ დავრჩეთ''

,,შემდეგი მატჩი გადამწყვეტია, ის აუცილებლად უნდა მოვიგოთ''

ვან გალმა ასევე გაამახვილა ყურადღება ანდერ ერერაზე, რომელმაც წინა მატჩში დუბლის შესრულება მოახერხა

,,ის პროგრესირებს. შეუძლია საჯარიმოდან საჯარიმომდე გადაადგილდეს, ბურთს გაუფრთხილდეს და პოზიციურადაც დამაჯერებლად ითამაშოს, ყველაფერ ამას შესანიშნავად აკეთებს. მას მნიშვნელოვანი გოლები გააქვს, რაც ასევე მიანიშნებს მის განვითარებაზე. 7 გოლი მაშინ, როცა მას რეგულარულად არც კი უთამაშია, ეს შესანიშნავია ''

წყარო: ESPN
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
6 აპრილი 2015 22:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პირველ წრეშიც მშვენივრად ვითამაშეთ 10 კაციანი გუნდის კვალობაზე, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ რა ფორმაში იყვნენ. ეხლა ბევრად კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ, ბევრად ძლიერი გუნდია, თან ოლდ ტრაფროდზეა თამაში. ბრძოლა მეორე ადგილისთვისაა და მეტი მოტივაცია რა უნდათ, სულ რომ არაფერი დერბია და როდამდე უნდა შევგდეს ტურე
0
№2
ავტორი: Pazu21
6 აპრილი 2015 22:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 119
ereraze swori ibazra, mgonia ro sitis davaxevt burts tavze mara vnaxot.. mtavaria ar wavagot midit bichebo uchvenet vinaa manchestershi da saertod eplshi sauketeso... epli jer-jerobit tore momdevno wels liga chvenia

Mwerlebo kidev da kidev sagol tqven imena siaxleebis bumia, mase ganagrdzet
0
№3
ავტორი: Macklemore
6 აპრილი 2015 22:19
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ვან გაალიც ძაან მოხოდილია და ეს მომწონს! იმედია სიტის მოვუგებთ.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
6 აპრილი 2015 22:20
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
პარარელს როცა ავლებ სიტისთან თამაშების შემთხვევაში, რაღაც მიტივტივდება თავში და რამდენად დამეთანხმებით არ ვიცი. ნუ 6-1 არ ითვლება, მაგრამ მაგის შემდეგ სადაც საჭირო იყო მოვიგეთ (გარდა ერთისა). ვან პერსიმ როცა შეუგდო ბოლო წუთზე, იმ წელს მეორე თამაში უბრალოდ არაფრისმომცემი იყო და მიუხედავად იმისა, რომ დერბი მაინც დერბია და იქ ნებისმიერი წაგება ითვლება. მოიესის დროს კი მაგ პერიოდის ჩათვლა არ შეიძლება მგონი. გუნდი გუნდს არ ჰგავდა და სადაც სანდერლენდი მარტივად გიგებს, იქ სიტიმ რატომ არ უნდა მოგიგოს.

ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი რაც მაგათთან ბოლო პერიოდში წავაგეთ, ეს იყო საჩემპიონო თამაში, როცა კომპანიმ გაგვიტანა თავით და ჩემპიონობა დავთმეთ, თანაც როგორ, ბურთების სხვაობით, მაგრამ მახსოვს, მაშინ რამხელა უპირატესობა გავანიავეთ. წელს არ არის საჩემპიონო შეხვედრა, მაგრამ გარკვეულწილად თამაშდება პირდაპირი საგზური ჩლ-ზე და ორით ზედმეტი თამაში არავის არგებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: AkkRed
6 აპრილი 2015 22:58
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რომ დაუკვირდე ინტერვიუები ისეთი აქვს სხვა გზას არ გიტოვებს იმისას რომ დიდ გამარჟვებას ელოდო
0
№6
ავტორი: Manchester_M
7 აპრილი 2015 00:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კრისტალ პალასთან წააგო სიტიმ და ჩვენ ანკესით უნდა გადავუკიდოთ აბა შენი იცი ლუი ;)
0
№7
ავტორი: dati-mata
7 აპრილი 2015 01:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 172
Manchester_M,
Aba to palas venacvale ra gamiscires imena panchoni shemiyvarada imena
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Tu mkitxaven romeli mirchevnia old tranfordze 40 metridan golis gatana tu mis msopliostan gamis gatareba gamijirdeba pasuxi.magram ra kargia orive ro gaketwbuli maqvs!!!
George best#7
№8
ავტორი: chudikone
7 აპრილი 2015 09:13
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
წააგეს პალასთან და ოლდ ტრაფორდზე გოლი არ უნდა გავატანინოთ ისე უნდა მოვუგოთ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
7 აპრილი 2015 10:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მე მგონი ისეთ დროს ჩამოდიან როცა "თავ-პირი უნდა დავამტვრიოთ" და ისე გავუშვათ. ამ მატჩის წაგება დაუშვებელია. მესმის რომ ძალიან რთული თამაში იქნება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეხლა კარგ ფორმაში ვართ და სიტისაც ძაან უჭირს გასვლაზე მოგება აუცილებელია!!!
0
№10
ავტორი: red devil
7 აპრილი 2015 11:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Aucileblad unda movigot sitistan da meoreze unda gaviget
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top