ლუი ვან გალი დარწმუნებულია, რომ მისი შეგირდები კვირას გასამართ მატჩში შეძლებენ იმის ჩვენებას, რომ გუნდის ჩამოყალიბების პროცესი დასასრულს უახლოვდება.
პირველ წრეში "იუნაიტედი'' და "სიტი'' ერთმანეთს "ეტიჰადზე'' დაუპირისპირდნენ. "წითლებმა'' ეს თამაში ათი კაცით დაამთავრეს და საბოლოოდ 1-0 დამარცხდნენ. ეს შეხვედრა იმ მატჩთაგან ერთ-ერთი იყო, რომელმაც ვან გალს ის ასპექტები აჩვენა, რომელიც მას აუცილებლად უნდა გაეუმჯობესებინა.
დღეს, 5 თვის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ამ შეხვედრაში ფავორიტად უკვე "წითლები'' ითვლებიან. თვითონ ვან გალი ამბობს, რომ თამაშის ახლანდელი მოდელი განსხვავდება იმისგან, რომლის დანერგვასაც ის სეზონის პირველ ნახევარში ცდილობდა:
,,დარწმუნებული ვარ მაშინ სულ სხვა "მანჩესტერი'' იყო. ჩვენ გზის დასაწყისში ვიყავით, ახლა კი დასასრულს ვუახლოვდებით. გუნდი პროგრესირებს და ამასთან ფეხბურთელებსაც თავდაჯერებულობა ემატებათ. ჩვენი ახლანდელი მიღწევები ნათლად აჩვენებს იმას, რომ ეს უკვე სხვა "მანჩესტერ იუნაიტედია''
ვან გალი ასევე დარწმუნებულია იმაშიც, რომ "ასტონ ვილასთან'' მოპოვებულმა გამარჯვებამ ფეხბურთელებს კიდევ უფრო განუმტკიცა თავდაჯერებულობა და ეს დადებითად აისახება გუნდზე "სიტისთან'' მატჩში.
,,ფეხბურთელები გრძნობენ თავიანთ ძალას და ეს მათ თამაშზეც კარგად აისახება. ჩვენ ზედიზედ მე-5 გამარჯვება მოვიპოვეთ და ახლა შესაბამის მომენტს ველოდებით''
"სიტის'' ერთით ნაკლები თამაში აქვს. თუ ისინი ფრეს ითამაშებენ, მაშინ ჩვენ ერთნაირი ქულათა რაოდენობა გვექნება. მაგრამ მათ უკეთესი მაჩვენებელი აქვთ ბურთების სხვაობით, ამიტომ მათ უნდა წააგონ, რომ ცხრილში მათზე ზემოთ დავრჩეთ''
,,შემდეგი მატჩი გადამწყვეტია, ის აუცილებლად უნდა მოვიგოთ''
ვან გალმა ასევე გაამახვილა ყურადღება ანდერ ერერაზე, რომელმაც წინა მატჩში დუბლის შესრულება მოახერხა
,,ის პროგრესირებს. შეუძლია საჯარიმოდან საჯარიმომდე გადაადგილდეს, ბურთს გაუფრთხილდეს და პოზიციურადაც დამაჯერებლად ითამაშოს, ყველაფერ ამას შესანიშნავად აკეთებს. მას მნიშვნელოვანი გოლები გააქვს, რაც ასევე მიანიშნებს მის განვითარებაზე. 7 გოლი მაშინ, როცა მას რეგულარულად არც კი უთამაშია, ეს შესანიშნავია ''