"მანჩესტერ იუნაიტედმა" ანდრეას პერეირას ახალი კონტრაქტი შესთავაზა.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში მხოლოდ 13 წუთი ითამაშა, მისით კი პსჟ და "იუვენტუსი" ინტერესდებიან.
Daily mail ირწმუნება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" პერეირას ახალი შეთავაზება ერთხელ უკვე გაუკეთა, თუმცა 19-წლის ფეხბურთელმა მასზე უარი განაცხადა.
"იუნაიტედმა" ისევ ერთხელ შესთავაზა ბრაზილიელს ახალი კონტრაქტი და ჯერ-ჯერობით უცნობია, რა პასუხს გასცემს მასზე პერეირა.
"წითელ ეშმაკებს" სურთ პერეირას შემთხვევაში არ განმეორდეს პოლ პოგბას ისტორია. ფრანგმა ფეხბურთელმა "იუნაიტედის" დატოვების შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და დღესდღეობით ის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდ ფეხბურთელად ითვლება.