MLS-ის კლუბი "ორლანდო სიტი" უკანასკნელი გუნდია, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" კუთვნილებაში მყოფი ხავიერ ერნანდესის მიმართ ინტერესი გამოავლინა.
მექსიკის ნაკრების ფეხბურთელი დიდი კომერციული წინსვლა იქნება ფლორიდული გუნდისთვის, რომელსაც "ევერტონისა" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი ფეხბურთელი ადრიან ჰიტი წვრთნის.
"ორლანდოს" მარავალი ლათინო-ამერიკელი გულშემატკივარი ჰყავს და სწორედ მათ მოითხოვეს ერნანდესის დამატება.
ხავიერმა "რეალში" იჯარის წესით გადასვლის შემდეგ თავის გამოჩენა ვერ მოახერხა, თუმცა ევროპისა და პრემიერ ლიგის კლუბებს მისდამი ინტერესი ჯერ კიდევ შერჩათ.
"საუთჰემპტონი", "სტოკი", "ვესტ ჰემი" და "ევერტონი" იმ გუნდთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც 8 მლნ. ფუნტად შეფასებული ფეხბურთელით ინტერესდებიან.
"ვოლფსბურგი", "მილანი", "ლაციო" და "ინტერიც" ცდილობენ 26-წლის ფორვარდის გადაბირებას, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის მიხედვით "იუნაიტედთან" მხოლოდ 1 წელი აკავშირებს.