გერმანიის ნაკრებისა და დორტმუნდის "ბორუსიას" მცველმა მატს ჰუმელსმა განაცხადა, რომ საკუთარი მომავლის შესახებ გადაწვყეტილებას რამოდენიმე კვირაში მიიღებს.
"ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე "ბორუსიას" ვტოვებ. ახლა ჩემს მომავალზე უნდა ვიფიქრო. არანაირი კონკრეტიკა, ეს მხოლოდ ჩემი აზრია. მომდევნო ხანებში ამ საკითხზე ვიმსჯელებ. მე ჩემი გრძნობებით ვიხელმძღვანელებ."- განაცხადა გერმანელმა
ერთი დღით ადრე, "ბორუსიას" აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს-იოაჰიმ ვატსკემ ჰუმელსის შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ჩვენი კლუბი რთულ სიტუაციაშია. ყოველ წელს ლიდერები გვტოვებენ. მინდა განვმარტო, რომ მატსმა პირადი კონტრაქტის შესახებ ყველაფერი იცის. ასე რომ მისი მომავლის საკითხი დამოკიდებული მხოლოდ "ბორუსიაზეა"".