"ლივერპულმა" "მანჩესტერ იუნაიტედში" იჯარის წესით მოასპარეზე რადამელ ფალკაოს თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.
"მერსეისაიდელები" ზაფხულში ახალი ფორვარდის დამატებას ეცდებიან, რადგან მარიო ბალოტელიმ თავის გამოჩენა ვერ შეძლო. ბრენდან როჯერსის აზრით კი რადამელი საუკეთესო ვარიანტია.
თუმცა "ლივერპული" ერთადერთი გუნდი არაა, რომელსაც კოლუმბიელის შეძენა სურს. 29-წლის ფორვარდით "იუვენტუსი", "მილანი" და "ინტერიც" ინტერესდებიან.
სამივე იტალიური კლუბი აწარმოებს "მონაკოსთან" მოლაპარაკებებს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ აპირებს ფეხბურთელში 36.5 მლნ. ფუნტზე მეტის გადახდას.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ლუი ვან გაალს ჯერ არ გადაუწყვეტია ფალკაოს შეძენის საკითხი, თავად ფეხბურთელს კი იმედი აქვს, რომ "იუნაიტედში" დარჩება.