სერ ალექსი დარწმუნებულია, რომ რაფაელი ყველაზე პროგრესირებადია მის კლუბში.შოტლანდიელმა შეაქო მანჩესტერის მცველი, რომელიც ერთ–ერთი ლიდერია გუნდში ჩატარებული მატჩების მიხედვით.ფერგიუსონმა ასევე აღნიშნა, რომ რაფაელი მუდმივად პროგრესირებს, მაგრამ ამ სეზონში მისი განვითარება ყველაზე თვალსაჩინოა.
"შედეგი, რომელსაც რაფაელმა მიაღწია მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგია.მან ბოლო 12 თვეში დიდი პროგრესი განიცადა.ის ყოველთვის ითვლებოდა კარგ მცველად დიდი ენთუზიაზმით.მაგრამ ევროპულ ფეხბურთში უნდა იყო უფრო ცივსისხლიანი.რაფაელს არ აქვს ეს "ნიჭი", ამიტომაც აკეთებდა ბევრ სისულელეს ყველაფერთან ერთად."–განაცხადა ფერგიმ.
"მისი გამოსვლა"ქუინზ პარკ რეინჯერსის" წინააღმდეგ იყო საუკეთესო მისთვის ამ სეზონში.ის გახდა მთავარი ფაქტორი გამარჯვებისა იმ მატჩში.მე დაუფიქრებლად შემიძლია ვთქვა, რომ რაფაელმა განიცადა ყველაზე დიდი პროგრესი 12 თვის განვმალობაში, ვიდრე დანარჩნმა ფეხბურთელებმა."