ვან გაალი მიიჩნევს, რომ დავიდი კლუბს მაშინაც არ დატოვებს თუ კლუბი ლიგაზე ვერ გავა. მოქმედი კონტრაქტი დე ხეას კლუბთან 1 წელში ეწურება. შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკოდან" გადმოსვლის შემდეგ, ესპანელმა "იუნაიტედთან" 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
პრესა აქტიურად წერდა, თითქოს დე ხეა "იუნაიტედთან" ახალ კონტრაქტზე უარს აცხადებდა და იგი "რეალის" 33 წლის მეკარეს იკერ კასილიასს შეცვლიდა.
ვან გაალი დე ხეას შესაძლო დაკარგვის გამო პანიკაში არ არის ჩავარდნილი. ჰოლანდიელი სპეციალისტი არ მიიჩნევს, რომ ესპანელის ბედი "იუნაიტედის" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზეაზეა დამოკიდებული. მან ამის დასამტკიცებლად ანხელ დი მარიასა და რადამელ ფალკაოს მაგალითი მოიყვანა.
"თქვენ ეს დავიდ დე ხეას უნდა ჰკითხოთ. ჩვენ რამოდენიმე კარგი ფეხბურთელი გვყავს. ეროვნული ნაკრების ყველა მწვრთნელი ადასტურებს ამ ფაქტს, რადგან ჩვენ სისტემატიურად ვიძახებთ ჩვენ ფეხბურთელებს. ვფიქრობ ეს პრობლემას არ წარმოადგენს."
"ის ყოველთვის იყო გზაზე, ასე რომ ამაზე საუბარი რთულია. თუმცა მთავარია ის, რომ მან მე შეხვედრა დამინიშნა და განაცხადა, რომ სადილის ფულს თვითონ გადაიხდიდა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია!"-განაცხადა ვან გაალმა