"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა ფილ ჯონსმა უეინ რუნი ლიდერის უნარების ქონის გამო შეაქო.
მიუხედავად იმისა, რომ ერერამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, რუნის მიერ გატანილი გოლი სწორედ ის იყო, რაც "ასტონ ვილასთან" მატჩში გამოირჩეოდა. ჯონსმა კი განაცხადა, რომ თავდამსხმელის გავლენა უფრო მეტია, ვიდრე ლამაზი გოლები.
"უეინი ლიდერია და ყველა მას უჭერს მხარს. სამაგალითოდ გვიძღვება წინ და გასახდელში ფეხბურთელებს ახსნის გარეშე უბრალოდ არასდროს ესაუბრება, ეს ნამდვილად ნიშნავს რაღაცას.
მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და გვითხრა, რომ "ლივერპულის" დამარცხება არაფერია, თუ "ასტონ ვილას" ვერ მოუგებ. საბედნიეროდ, ეს მოვახერხეთ." - განაცხადა ჯონსმა.
79-ე წუთზე უეინმა შეცვლაზე შემოსული ანხელ დი მარიას პასით ისარგებლა და რთული ბურთის დამუშავების შემდეგ ულამაზესი გოლი გაიტანა.
"ვფიქრობ, მიღება უკეთესი იყო, ვიდრე დარტყმა. ბურთი ჰაერიდან ჩამოიღო, ძირს დაცემის საშუალება მისცა და როცა ახტა, კუთხეში გადაგზავნა. მიხარია მის გამო, ამას კვირიდან კვირამდე აკეთებს." - დაასრულა ჯონსმა.