კიდევ ერთი ბოლო ნაბიჯები - სწორედ ასე აფასებს ხუან მატა 2014/15 წლების სეზონში პრემიერ ლიგაში დარჩენილ ჩასატარებელ მატჩებს.
"ასტონ ვილას" 3-1-ით დამარცხებამ "წითელ ეშმაკებს" საშუალება მისცა მინიმუმ ორი დღით მესამე ადგილზე იმყოფებოდნენ და ოთხეულში მოხვედრაზე უფრო მაღალი მიზნები დაისახონ.
მატას თქმით, გუნდში თავდაჯერება იგრძნობა და ფეხბურთელები ყოველ მატჩს ერთნაირი მნიშვნელობით ეკიდებიან.
"სეზონი ძალიან მალე გავიდა - თითქოს სულ ახლახანს წინასასეზონო ტურნეზე ვთამაშობდით. მაგრამ დასრულებამდე ჯერ კიდევ დაგვრჩა საბოლოო ნაბიჯები გადასადგმელი. გვინდა სეზონი რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე დავასრულოთ და ვფიქრობ, დღეიდან სეზონის ბოლომდე ბევრი მატჩის მოგებას მოვახერხებთ, თუ ისე ვითამაშებთ, როგორც ბოლო პერიოდში.
ორ თუ სამ კონკურენტს ვხვდებით "ჩელსის", "არსენალისა" და "სიტის" სახით, ასე რომ, ჩვენი საუკეთესო დონე უნდა ვაჩვენოთ, რათა მათი დამარცხება მოვახერხოთ. თითოეული მატჩი ბოლოა და ყოველ მათგანზე ცალკე უნდა ვიფიქროთ. ამიტომ ახლა "სიტის" წინააღმდეგ მატჩზე ვფიქრობთ, მერე კი მომდევნოზე ვიფიქრებთ. დღეიდან ბოლომდე ყველა ქულა მნიშვნელოვანია და თითოეულ მატჩს ისე მივუდგებით, როგორც უკანასკნელს." - განაცხადა მატამ.