ინგლისის პრემიერ ლიგის 31-ე ტურის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ასტონ ვილას" უმასპინძლა. მასპინძლები უპირატესობას პირველივე წუთებიდანვე დაეუფლნენ, მაგრამ დაწინაურება მხოლოდ ტაიმის ბოლოს ანდერ ერერას გოლის წყალობით მოახერხეს. 79-ე წუთზე უეინ რუნიმ შესანიშნავი გოლით სხვაობა გაზარდა. ერთ წუთში კი კრისტიან ბენტეკემ ინტრიგა დააბრუნა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანდერ ერერამ დუბლის შესრულება მოახერხა და საბოლოო ანგარიში - 3:1 დააფიქსირა.