"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ანხელ დი მარია ისევ მიიღებს შანსს სასტარტო შემადგენლობაში, როცა ამის დრო დადგება.
"ასტონ ვილას" წინააღმდეგ არგენტინელი შეცვლაზე შევიდა მატჩში და 79-ე წუთზე უეინ რუნის საგოლე გადაცემა გაუკეთა, იგივე გააკეთა "ლივერპულთან" წინა ტურის მატჩში, როცა ხუან მატასთვის მიცემული პასის შემდეგ ესპანელმა სხვაობა ორამდე გაზარდა.
ანხელ დი მარიას საკლუბო რეკორდამდე მხოლოდ 5 საგოლე გადაცემა აშორებს, ამისთვის კი მას 7 მატჩი აქვს. მოქმედი რეკორდი დევიდ ბექჰემს ეკუთვნის, რომელმაც ერთი სეზონის განმავლობაში 15-ჯერ მოახერხა პარტნიორებისთვის საგოლე პასის მიწოდება.
ვან გაალი თვლის, რომ პრემიერ ლიგის რეკორდულ შენაძენს შესაფერისი დრო სჭირდება თავის გამოსავლენად და ის აუცილებლად მიიღებს თავის შანსს.
"ადრეც მითქვამს - "ძვირი", განსახილველი საკითხი არ არის. შემადგენლობა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების მიხედვით უნდა ავირჩიო? არა მგონია.
ეს არგუმენტი არ არის, ჩემი აზრით, მაგრამ არგუმენტი არის ის, რომ მან 10 საგოლე გადაცემა გააკეთა და ამასთან ერთად ის არ თამაშობს სრულ დროს, როგორც, მაგალითად, ერერა, ასე რომ, ეს ფანტასტიური შედეგია.
დი მარიას ჯერიც მოდის, მაგრამ შესაფერის დროს უნდა დაველოდო." - განაცხადა ვან გაალმა.