ბოლო სამ მატჩში ლუი ვან გაალმა სასტარტო შემადგენლობაში ერთი ფეხბურთელი შეცვალა- კრის სმოლინგის ნაცვლად, რომელიც ინგლისის ნაკრებში ასპარეზობის შემდეგ მატჩისთვის მზად არ აღმოჩნდა, მოედანზე მარკოს როხო გავიდა.
განლაგებას კი ცვლილებები არ განუცდია.
"იუნაიტედის" წინა მეტოქეებისგან განსხვავებით, რომლებიც ცენტრში უპირატესობის დაუფლებას ცდილობდნენ, მცველებზე პრესინგს ახდენდნენ ან მაიკლ კერიკს პირადად ავიწროვებდნენ, რათა დაცვიდან ამოსვლა გრძელი პასის დახმარებით მოეხდინა, "ასტონ ვილა" მოწინააღმდეგეს საკუთარი ნახევრის 1/3 ნაწილზე ხვდებოდა, ხოლო ორი ფორვარდი, ბეტეკე და აგბონლაჰორი "წითელ ეშმაკებს" შეტევის დაწყებაში ხელს არ უშლიდნენ.
ტიმ შერვუდის კონტრშეტევითმა გათვლამ არ გაამართლა: "მანჩესტერ იუნაიტედის" იშვიათ შეცდომებს მისი თავდასხმა ვერ იყენებდა.
თამაშის მსვლელობა
მიუხედავად სტუმრების ჩაკეტილი ტაქტიკისა, ვერ ვიტყვით, რომ "იუნაიტედი" პრობლემებს განიცდიდა მომენტების შექმნაში და არ იცოდა რა ექნა. დასრულებით ფაზაში მოუფრთხილებლობა იჩენდა თავს, მაგრამ მეტი არაფერი.
კერიკი დროს გრძელი გამჭოლი პასებისთვის არჩევდა; იანგს მოტყუებაზე წასვლის არ ეშინოდა და ფლანგიდან უტევდა; ბლინდი ძალიან ზუსტად და გონივრულად მოქმედებდა; მატა, ვალენსია და ერერა წარმატებულად კომბინირებდნენ.
ზოგიერთი ფეხბურთელი ისე კაშკაშად როდი გამოიყურებოდა, როგორც ორი კვირის წინ (მაგალიად, ფელაინი), მაგრამ ეს სანაკრებო მატჩებს დავუკავშიროთ.
შეცდომები
პირველი ტაიმი: 05:41
შორეული პასი მარჯვენა ფლანგზე, სადაც ძლიერი ბენტეკე გარჯის გარეშე უგებს ორთაბრძოლას ბლინდს. ჯონსს შეეძლო ბურთის მოშორება, მაგრამ აგბონლაჰორის დაკეტვა სცადა, რათა დე ხეა ბურთს დაუფლებოდა, მაგრამ წარუმატებლობა განიცადა. ვალენსიამ დააზღვია.
13:17
"იუნაიტედი" დიდი ძალებით უტევს, მაგრამ მოულოდნელად კარგავს ბურთს. კერიკი მოუქნელად იქცევა.
სახიფათო კონტრშეტევა: ერერა და კერიკი მოწინააღმდეგეს ვერ უსწრებენ, ჯონსი და როხო კი საუკეთესოდ განლაგებულები არ არიან. გადაცემა ცენტრში რომ გაკეთებულიყო, შეიძლებოდა ყველაფერი ცუდად დასრულებულიყო.
"ასტონ ვილას" მოთამაშემ სხვა გადაწყვეტილება მიიღო: მარჯვენა ფლანგზე ჩაწოდება განახორციელა, სადაც თავისუფალ ზონაში საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეიჭრა - ბლინდი დაბრუნებას და მის დაკეტვას ვერ ახერხებს, კერიკი კი მას არ მიუახლოვდა, როცა შესაძლებელი იყო.
ბირმინგემელების შემტევმა ჯგუფმა შეტევა ჩაახშო.
მეორე ტაიმი: 48:52
როხო საჰაერო ორთაბრძოლას აგებს, შემდეგ კი რამდენიმე წარუმატებელი მოქმედება ხდება: ჯონსი ცუდად მიდის დასწრებაზე, ვალენსია დაზღვევას ვერ ასწრებს, ჩვენი საყვარელი საყრდენი ნახევარმცველი კი ყურადღების გარეშე ტოვებს ბენტეკეს, რომელმაც სიბრძნე გამოიჩინა და კარში ბურთი ვერ მოახვედრა.
76:00
როხო საჯარიმოს კუთხეში მოწინააღმდეგეს აქცევს. ჩაწოდების დროს ჯონსი, რუნი და ფელაინი არც უყურებენ "ვილას" ფეხბურთელს, რომელიც მათ ზურგსუკნიდან გამორბის. მასთან ყველაზე ახლოს ჯონსი იმყოფება, რაც მის ბრალეულობას ზრდის.
79:45
კუთხურის მოწოდების შემდეგ გაშვებული გოლი.
ისევ რამდენიმე მოთამაშე მოქმედებს წარუმატებლად: ვალენსია ვერ მიწვდა, როხომ მოწინააღმდეგე გაუშვა, ჯონსი ნახევარპოზიციაში დარჩა. ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ დე ხეას ასეთი დარტყმულის მოგერიება შეეძლო - შეცდა მეკარეც.
ჩაწოდებები
შესაძლოა ვაჭარბებ, მაგრამ ანტონიო ვალენსიასა და ეშლი იანგის მისამართით რამდენიმე მაკრიტიკებელი სიტყვა უნდა ვთქვა.
ეკვადორელთან უფრო ნაკლები პრეტენზია მაქვს: უფრო ზუსტი იყო, არ იგნორირებდა მატასა და ერერას, ხოლო მისი ერთ-ერთი ჩაწოდებული რუნის მაკრატელა დარტყმულით გოლად რომ ექცია, კიდევ ერთ შედევრზე ვისაუბრებდით.
მიუხედავად იმისა, რომ ეშლი იანგი ცუდად არ გამოიყურებოდა, ხშირად ატყუებდა მოწინააღმდეგეს და სახიფათოდ ურტყამდა, ვერც ერთი ზუსტი ჩაწოდება ვერ განახორციელა. ამასთან ერთად, იყო ეპიზოდები, რომლებშიც გახსნილ ბლინდს ვერ ამჩნევდა და თამაშის საკუთარ თავზე აღებას ცდილობდა.
არაზსუტი ჩაწოდება - საუკეთესო განსაზღვრება არ არის: წითელი ისარი სურათზე შესაძლოა იყოს მომენტი, როცა "ვილას" გაუმართლა, რომ ბურთი კარში არ შევარდა (მაგალითად, მატას მიერ დამატებაზე დარტყმული ბურთი, როცა მცველს გაარტყა), ან იქნებ უნიჭო შეტევის ბრალია. ეს უნდა გავიგოთ, მაგრამ მანამდე სტატისტიკა ასეთი სახით წარდგა იანგის წინაშე და ძალიან უმოწყალოა მისდამი.
"ასტონ ვილამ" ძალიან ბევრის უფლება მისცა მოწინააღმდეგეს, ნამდვილად მეტის, ვიდრე მომდევნო კვირას "მანჩესტერ სიტი" მისცემს. უფრო ფრთხილად უნდა მოეკიდონ საქმეს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" გოლები
1:0 ერერა, ბლინდის საგოლე გადაცემა
იყო განხილვები, სადაც ვახსენეთ, თუ როგორ იგნორირებდა ბლინდი ნახევარმცველებს ჩართვის დროს.
მაგრამ დეილი გამოსწორდა. მან ერერა დაინახა, რომელმაც იდეალურად გათვალა დრო - შეხედეთ, წამის მეასედი ადრე ან გვიან და დარტყმაც დაიბლოკებოდა - და ზუსტად გაისროლა კუთხეში.
2:0 რუნი, დი მარიას საგოლე გადაცემა
პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ ვინ გაგზავნა დი მარია გასაქცევად, როცა დაინახა, რომ ხელსაყრელ პოზიციაში იმყოფება. კიდევ ერთი პლუსი ბლინდს. მეორე რიგში, მოდით საგოლე გადაცემა გავარჩიოთ, რომელზეც ესოდენ ბევრს საუბრობენ.
რა თქმა უნდა, ვასილი უტკინი, რომელსაც შეხვედრა პირდაპირ ეთერში მიჰყავდა, აჭარბებს და ზედმეტად აქებს საყვარელ ფეხბურთელს: დი მარიამ პასი ზურგს უკან გააკეთა და ყველა ფორვარდი ვერ შეძლებდა არათუ გოლის გატანას, არამედ ასეთი ბურთის დამუშავებას. რაც არ უნდა იყოს, პრემიერ ლიგაში მეათე საგოლე პასი გაკეთდა და ასისტენტების სიაში მეორე ადგილიც გამოიძებნა - შემთხვევითობა არსებობს კონკრეტულ შეხვედრებში, მაგრამ არა მანძილზე. დიახ, გოლი დიდწილად რუნიმ შექმნა, ხოლო პასი საუკეთესო არ იყო - როგორც პასი მატაზე, როცა მან "ლივერპულს" მეორე გოლი გაუტანა, - მაგრამ იგივე რუნი და მატა თავიანთი ტექნიკითურთ დანარჩენების განკარგულებაში არიან. ამასთან ერთად, იანგს ამ კონკრეტულ მატჩში 10-დან 0 ზუსტი ჩაწოდება აქვს, დი მარიას პირველივე მცდელობა კი გოლად იქცა.
3:1 ერერა, მატას საგოლე გადაცემა
უნდა დავიწყოთ რუნით. იბრძოლე ბოლომდე, არ დანებდე, მოწინააღმდეგეზე პრესინგი მოახდინე - ადრე თუ გვიან შეცდება. რუნის თამაშის საფირმო მანერებმა "იუნაიტედს" სამი ქულა მოუტანა უიმედო, თითქოს მატჩის უკანასკნელ ეპიზოდში "ნიუკასლის" წინააღმდეგ, იგივემ შექმნა მესამე გოლი.
საკამათო ბურთის გათამაშება, რუნის პრესინგი, მოწინააღმდეგის დაკარგვა, პასი მატას, გადაცემა ჩამორბენილ ერერას. მშვენიერებაა.
პერსონალები
ჩემი აზრით ყველაზე ცუდ და ყველაზე კარგ ფეხბურთელს გამოვარჩევ.
ფილ ჯონსი
"ვილას" მიერ შექმნილი ყველა იშვიათი მომენტი ჯონსის მონაწილეობით იქმნებოდა. სადღაც მთავარი დამნაშავე არ იყო, სადღაც კი მისი შეცდომები ყველას პროვოცირებას ახდენდა. ძალიან ნერვიულად თამაშობდა. მარკოს როხოს მიმართაც არის პრეტენზიები, მაგრამ არა ასეთი ოდენობით.
შემთხვევა, როცა სტატისტიკა ყველაფერს ამბობს:
* გადაცემები 98 * ზუსტი 96% * შექმნილი მომენტები 1 * წართმევები 2/2 * დარტყმები (კარში) 2/2 * გოლები 2
ცუდად ვერკვევი ფეხბურთში, ამიტომ არ მესმის, რატომ არ თამაშობენ ეს ორი ბიჭი ესპანეთის ნაკრებში.
თუმცა მეეჭვება, რომ ეს უნდა გვაწუხებდეს. წინ დერბია და "მანჩესტერ იუნაიტედი" მას თავდაჯერებული, ნებისმიერი გამოცდისთვის მზადმყოფი ხვდება.