თბილისი:
მანჩესტერი:
5-04-2015, 13:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2872,
კომენტარები: 12
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" (ტაქტიკური განხილვა)
"ოლდ ტრაფორდზე" მოპოვებული სამი ქულის ტაქტიკური განხილვა.
სქემა და შემადგენლობა

ბოლო სამ მატჩში ლუი ვან გაალმა სასტარტო შემადგენლობაში ერთი ფეხბურთელი შეცვალა- კრის სმოლინგის ნაცვლად, რომელიც ინგლისის ნაკრებში ასპარეზობის შემდეგ მატჩისთვის მზად არ აღმოჩნდა, მოედანზე მარკოს როხო გავიდა.

განლაგებას კი ცვლილებები არ განუცდია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" (ტაქტიკური განხილვა)


"იუნაიტედის" წინა მეტოქეებისგან განსხვავებით, რომლებიც ცენტრში უპირატესობის დაუფლებას ცდილობდნენ, მცველებზე პრესინგს ახდენდნენ ან მაიკლ კერიკს პირადად ავიწროვებდნენ, რათა დაცვიდან ამოსვლა გრძელი პასის დახმარებით მოეხდინა, "ასტონ ვილა" მოწინააღმდეგეს საკუთარი ნახევრის 1/3 ნაწილზე ხვდებოდა, ხოლო ორი ფორვარდი, ბეტეკე და აგბონლაჰორი "წითელ ეშმაკებს" შეტევის დაწყებაში ხელს არ უშლიდნენ.

ტიმ შერვუდის კონტრშეტევითმა გათვლამ არ გაამართლა: "მანჩესტერ იუნაიტედის" იშვიათ შეცდომებს მისი თავდასხმა ვერ იყენებდა.

თამაშის მსვლელობა

მიუხედავად სტუმრების ჩაკეტილი ტაქტიკისა, ვერ ვიტყვით, რომ "იუნაიტედი" პრობლემებს განიცდიდა მომენტების შექმნაში და არ იცოდა რა ექნა. დასრულებით ფაზაში მოუფრთხილებლობა იჩენდა თავს, მაგრამ მეტი არაფერი.

კერიკი დროს გრძელი გამჭოლი პასებისთვის არჩევდა; იანგს მოტყუებაზე წასვლის არ ეშინოდა და ფლანგიდან უტევდა; ბლინდი ძალიან ზუსტად და გონივრულად მოქმედებდა; მატა, ვალენსია და ერერა წარმატებულად კომბინირებდნენ.

ზოგიერთი ფეხბურთელი ისე კაშკაშად როდი გამოიყურებოდა, როგორც ორი კვირის წინ (მაგალიად, ფელაინი), მაგრამ ეს სანაკრებო მატჩებს დავუკავშიროთ.

შეცდომები

პირველი ტაიმი:
05:41


შორეული პასი მარჯვენა ფლანგზე, სადაც ძლიერი ბენტეკე გარჯის გარეშე უგებს ორთაბრძოლას ბლინდს. ჯონსს შეეძლო ბურთის მოშორება, მაგრამ აგბონლაჰორის დაკეტვა სცადა, რათა დე ხეა ბურთს დაუფლებოდა, მაგრამ წარუმატებლობა განიცადა. ვალენსიამ დააზღვია.



13:17

"იუნაიტედი" დიდი ძალებით უტევს, მაგრამ მოულოდნელად კარგავს ბურთს. კერიკი მოუქნელად იქცევა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" (ტაქტიკური განხილვა)


სახიფათო კონტრშეტევა: ერერა და კერიკი მოწინააღმდეგეს ვერ უსწრებენ, ჯონსი და როხო კი საუკეთესოდ განლაგებულები არ არიან. გადაცემა ცენტრში რომ გაკეთებულიყო, შეიძლებოდა ყველაფერი ცუდად დასრულებულიყო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" (ტაქტიკური განხილვა)


"ასტონ ვილას" მოთამაშემ სხვა გადაწყვეტილება მიიღო: მარჯვენა ფლანგზე ჩაწოდება განახორციელა, სადაც თავისუფალ ზონაში საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეიჭრა - ბლინდი დაბრუნებას და მის დაკეტვას ვერ ახერხებს, კერიკი კი მას არ მიუახლოვდა, როცა შესაძლებელი იყო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" (ტაქტიკური განხილვა)


ბირმინგემელების შემტევმა ჯგუფმა შეტევა ჩაახშო.

მეორე ტაიმი:
48:52


როხო საჰაერო ორთაბრძოლას აგებს, შემდეგ კი რამდენიმე წარუმატებელი მოქმედება ხდება: ჯონსი ცუდად მიდის დასწრებაზე, ვალენსია დაზღვევას ვერ ასწრებს, ჩვენი საყვარელი საყრდენი ნახევარმცველი კი ყურადღების გარეშე ტოვებს ბენტეკეს, რომელმაც სიბრძნე გამოიჩინა და კარში ბურთი ვერ მოახვედრა.



76:00

როხო საჯარიმოს კუთხეში მოწინააღმდეგეს აქცევს. ჩაწოდების დროს ჯონსი, რუნი და ფელაინი არც უყურებენ "ვილას" ფეხბურთელს, რომელიც მათ ზურგსუკნიდან გამორბის. მასთან ყველაზე ახლოს ჯონსი იმყოფება, რაც მის ბრალეულობას ზრდის.



79:45

კუთხურის მოწოდების შემდეგ გაშვებული გოლი.

ისევ რამდენიმე მოთამაშე მოქმედებს წარუმატებლად: ვალენსია ვერ მიწვდა, როხომ მოწინააღმდეგე გაუშვა, ჯონსი ნახევარპოზიციაში დარჩა. ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ დე ხეას ასეთი დარტყმულის მოგერიება შეეძლო - შეცდა მეკარეც.



ჩაწოდებები

შესაძლოა ვაჭარბებ, მაგრამ ანტონიო ვალენსიასა და ეშლი იანგის მისამართით რამდენიმე მაკრიტიკებელი სიტყვა უნდა ვთქვა.

ეკვადორელთან უფრო ნაკლები პრეტენზია მაქვს: უფრო ზუსტი იყო, არ იგნორირებდა მატასა და ერერას, ხოლო მისი ერთ-ერთი ჩაწოდებული რუნის მაკრატელა დარტყმულით გოლად რომ ექცია, კიდევ ერთ შედევრზე ვისაუბრებდით.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" (ტაქტიკური განხილვა)


მიუხედავად იმისა, რომ ეშლი იანგი ცუდად არ გამოიყურებოდა, ხშირად ატყუებდა მოწინააღმდეგეს და სახიფათოდ ურტყამდა, ვერც ერთი ზუსტი ჩაწოდება ვერ განახორციელა. ამასთან ერთად, იყო ეპიზოდები, რომლებშიც გახსნილ ბლინდს ვერ ამჩნევდა და თამაშის საკუთარ თავზე აღებას ცდილობდა.

არაზსუტი ჩაწოდება - საუკეთესო განსაზღვრება არ არის: წითელი ისარი სურათზე შესაძლოა იყოს მომენტი, როცა "ვილას" გაუმართლა, რომ ბურთი კარში არ შევარდა (მაგალითად, მატას მიერ დამატებაზე დარტყმული ბურთი, როცა მცველს გაარტყა), ან იქნებ უნიჭო შეტევის ბრალია. ეს უნდა გავიგოთ, მაგრამ მანამდე სტატისტიკა ასეთი სახით წარდგა იანგის წინაშე და ძალიან უმოწყალოა მისდამი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" (ტაქტიკური განხილვა)


"ასტონ ვილამ" ძალიან ბევრის უფლება მისცა მოწინააღმდეგეს, ნამდვილად მეტის, ვიდრე მომდევნო კვირას "მანჩესტერ სიტი" მისცემს. უფრო ფრთხილად უნდა მოეკიდონ საქმეს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" გოლები

1:0 ერერა, ბლინდის საგოლე გადაცემა

იყო განხილვები, სადაც ვახსენეთ, თუ როგორ იგნორირებდა ბლინდი ნახევარმცველებს ჩართვის დროს.

მაგრამ დეილი გამოსწორდა. მან ერერა დაინახა, რომელმაც იდეალურად გათვალა დრო - შეხედეთ, წამის მეასედი ადრე ან გვიან და დარტყმაც დაიბლოკებოდა - და ზუსტად გაისროლა კუთხეში.



2:0 რუნი, დი მარიას საგოლე გადაცემა

პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ ვინ გაგზავნა დი მარია გასაქცევად, როცა დაინახა, რომ ხელსაყრელ პოზიციაში იმყოფება. კიდევ ერთი პლუსი ბლინდს. მეორე რიგში, მოდით საგოლე გადაცემა გავარჩიოთ, რომელზეც ესოდენ ბევრს საუბრობენ.

რა თქმა უნდა, ვასილი უტკინი, რომელსაც შეხვედრა პირდაპირ ეთერში მიჰყავდა, აჭარბებს და ზედმეტად აქებს საყვარელ ფეხბურთელს: დი მარიამ პასი ზურგს უკან გააკეთა და ყველა ფორვარდი ვერ შეძლებდა არათუ გოლის გატანას, არამედ ასეთი ბურთის დამუშავებას. რაც არ უნდა იყოს, პრემიერ ლიგაში მეათე საგოლე პასი გაკეთდა და ასისტენტების სიაში მეორე ადგილიც გამოიძებნა - შემთხვევითობა არსებობს კონკრეტულ შეხვედრებში, მაგრამ არა მანძილზე. დიახ, გოლი დიდწილად რუნიმ შექმნა, ხოლო პასი საუკეთესო არ იყო - როგორც პასი მატაზე, როცა მან "ლივერპულს" მეორე გოლი გაუტანა, - მაგრამ იგივე რუნი და მატა თავიანთი ტექნიკითურთ დანარჩენების განკარგულებაში არიან. ამასთან ერთად, იანგს ამ კონკრეტულ მატჩში 10-დან 0 ზუსტი ჩაწოდება აქვს, დი მარიას პირველივე მცდელობა კი გოლად იქცა.



3:1 ერერა, მატას საგოლე გადაცემა

უნდა დავიწყოთ რუნით. იბრძოლე ბოლომდე, არ დანებდე, მოწინააღმდეგეზე პრესინგი მოახდინე - ადრე თუ გვიან შეცდება. რუნის თამაშის საფირმო მანერებმა "იუნაიტედს" სამი ქულა მოუტანა უიმედო, თითქოს მატჩის უკანასკნელ ეპიზოდში "ნიუკასლის" წინააღმდეგ, იგივემ შექმნა მესამე გოლი.

საკამათო ბურთის გათამაშება, რუნის პრესინგი, მოწინააღმდეგის დაკარგვა, პასი მატას, გადაცემა ჩამორბენილ ერერას. მშვენიერებაა.



პერსონალები

ჩემი აზრით ყველაზე ცუდ და ყველაზე კარგ ფეხბურთელს გამოვარჩევ.

ფილ ჯონსი

"ვილას" მიერ შექმნილი ყველა იშვიათი მომენტი ჯონსის მონაწილეობით იქმნებოდა. სადღაც მთავარი დამნაშავე არ იყო, სადღაც კი მისი შეცდომები ყველას პროვოცირებას ახდენდა. ძალიან ნერვიულად თამაშობდა. მარკოს როხოს მიმართაც არის პრეტენზიები, მაგრამ არა ასეთი ოდენობით.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" (ტაქტიკური განხილვა)


შემთხვევა, როცა სტატისტიკა ყველაფერს ამბობს:

* გადაცემები 98
* ზუსტი 96%
* შექმნილი მომენტები 1
* წართმევები 2/2
* დარტყმები (კარში) 2/2
* გოლები 2

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" (ტაქტიკური განხილვა)


ცუდად ვერკვევი ფეხბურთში, ამიტომ არ მესმის, რატომ არ თამაშობენ ეს ორი ბიჭი ესპანეთის ნაკრებში.

თუმცა მეეჭვება, რომ ეს უნდა გვაწუხებდეს. წინ დერბია და "მანჩესტერ იუნაიტედი" მას თავდაჯერებული, ნებისმიერი გამოცდისთვის მზადმყოფი ხვდება.

ავტორი: ალექსანდრ გრაინოვიჩი
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
5 აპრილი 2015 13:55
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
კორენევმა იფიქრა, იფიქრა და რომ გაიგო ოფიციალურები ჩემზე ადრე წერენ განხილვასო, საერთოდ დაანება თავი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: A.HERRERA
5 აპრილი 2015 14:10
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
ამ სტატიას ყველაზე მეტად ველოდები ხოლმე love შეცდომების რაოდენობას რაც შეეხება მემგონი ყოველ მატჩში იკლებს და ეს კარგია. ბენტეკეს დარტყმულის აღება შეიძლებოდა და ცუდია დავიდმა ასეთ მარტივ სიტუაციაში რო გაუშვა ბურთი
0
№3
ავტორი: RojoDiablo
5 აპრილი 2015 14:17
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მაგის გარდა კიდევ იყო რამდენიმე ეპიზოდი, როცა მაიკლმა უბრალოდ ელემენტარულ სიტუაციაში ვერ გადაწყვიტა რა გაკეთებინა. იმედია ასეთ რამეს აღარ იზამს, თორემ სიტი ასტონ ვილა არ არის და არ გვაპატიებს.

ძალიან მინდოდა დე ხეას კარი მშრალად შეენახა, ისეთ ფორმაშია წელს, რომ საოცრებებს აკეთებს და როცა ამის მიუხედავად მაინც უშვებდა გოლს, გული მწყდებოდა. მაგრამ გუშინდელი ამბავი საკუთარ თავს და მცველებს დააბრალოს. ფეხით თამაში დე ხეას ერთ-ერთი საუკეთესო მხარეა და რაღა გუშინ მოინდომა ჩაწოლა და ისე აღება ვერ მივხვდი. მარტივად შეიძლებოდა მაგ ბურთის ფეხით მოგერიება, თუმცა ალბათ იმის შეეშინდა, რომ საჯარიმოში ხალხმრავლობა იყო და დამატებაზე ითამაშებდა ვინმე.

"ასტონ ვილამ" ითამაშა ის ფეხბურთი, რასაც ველოდით ყველა, ჩაკეტა, ჩაჯდა და რომ არა პირველი ტაიმის ბოლოს ერერა-ბლინდი-იანგის კარგი თამაში ვინ იცის როგორ გვანერვიულებდნენ მერე. ანდერი კი უბრალოდ სასწაულია. გუშინ არ ჰქონია პრესინგიდან თავის დაძვრენის საჭიროება, მაგრამ სხვა დროს ამას იდეალურად აკეთებს, პასი აქვს, ხედვა აქვს, ტექნიკა აქვს, დარტყმა აქვს და ამას რომ სკამზე ტოვებდა... თუმცა შოუ დაბრუნდეს და ვნახავთ რა მოხდება ბლინდის შემთხვევაში. ძალიან მაინტერესებს. ერერა თუ ასეთი შედეგის მიუხედავად ამოიღო შემადგენლობიდან მიკერძოლებაა ეს და მეტი არაფერი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Mufc7
5 აპრილი 2015 14:20
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მატა, ვალენსია და ერერა წარმატებულად კომბინირებდნენ.

smoke
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: A.HERRERA
5 აპრილი 2015 14:39
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
სიტისთან მსგავსი შეცდომები მართლა ცუდ შედეგს მოგვიტანს. დე ხეასგან და მაიკლისგან ყოველთვის უშეცდომობას ველი ხოლმე მაგრამ შეცომა ყველას მოსდის თან მაიკლიც აღარაა ახალგაზრდა. მემგონი შემდეგისთვის გამოასწორებენ ყველაფერს.

ანდერი რო სასწაულია მაგაზე ორი აზრი არ არსებობს love ისეთ გადაწყვეტილებებს იღებდა გუშინ ხშირად არ ველოდი და ვერ ვფიქრობდი თუ მასე მოიქცეოდა. თავიდანვე კარგად შეეწყო გუნდს და ადვილად გაიარა ადაპტაცია. ვფიქრობ, რომ სქოულზის ღირსეული შემცვლელი იქნება და ანდერის მიზანიც ესარის.

არც პერსის და არც შოუს დაბრუნებამ არ უნდა გამოიწვიოს შემადგენლობის ან ტაკტიკის ცვლილება წესით. დაცვაში სმოლინგი გვაკლია და როხოს ამოგდებას მე პირადად ჯონსი შეცვალოს მირჩევნია
0
№6
ავტორი: gilmour
5 აპრილი 2015 15:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
დეჰეას დავანებოთ თავი, ბუფონის საუკეთესო წლებშიც კი არ მახსოვს რომ მთელი სეზონი ერთი შეცდომა არ დაეშვას. მთავარია ამ შეცდომას ქულებზე არ უმოქმედია.
მომწონს ახალი ტაქტიკა მაგრამ, რაღაც მაინც შესაცვლელია, მატა ცოტა იჩაგრება ფლანგზე, კარგად თამაშობს, მაგრამ აშკარად უჭირს როცა საქმე სისწრაფეზე და ჯანზე მიდგება, თავისუფალი ზონა როცაა ფლანგზე მაინც სულ პასზე თამაშობს, ვერ გაიქცევა სწრაფად და რა ქნას. აშკარად მარჯვენა ვინგერი გვინდა და მატა ცენტრში. თუმცა ამ შემთხვევაში ერერა-ფელაინი-კერიკიდან ვინმე ამოვარდება.
ხოდა ვან გაალმა იმტვრიოს თავი მე კი არ ვარ მწვრთნელი lol
0
№7
ავტორი: GeorgeBest
5 აპრილი 2015 15:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ერერა გამორჩეული იყო. რუნისგან არ მიკვირს ესეტი ბრძოლა და ესეთი გოლები, რუნი სულ ესე თამაშობს და უფრო და უფრო უმატებს,იმიტომ რომ თავის პოზიცია აღირსეს კაცს. აქამდე რომ მდგარიყო ბომბარდირობისთვისაც იბრძოლებდა

დაცვაში ბევრი შეცდომა იყო. კერიკი კარგია მაგრამ ასაკშია და ნელია. ამდენ თამაშს ვერ გაქაჩავს ზედიზედ. კარგი იქნებოდა გუშინ დაესვენებინა და სიტისთან სათამაშოდ მზად იქნებოდა.

ჩემი აქზრით შემადგენლობა არ უნდა შეცვალოს და ისევ გუნდის არევა არ უნდა დაიწყოს. დი მარია დაბრუნდება დ აიანგი სკამზე გადაინაცვლებს. დანარჩენი ყველაფერი ისე უნდა დარჩეს როგორცაა, კერიკი 90 წუთს თუ ვერ გაქაჩავს ბლინდი დაიკავებს მაგის ადგილს
0
№8
ავტორი: AkkRed
5 აპრილი 2015 15:55
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

ორენევმა იფიქრა, იფიქრა და რომ გაიგო ოფიციალურები ჩემზე ადრე წერენ განხილვასო, საერთოდ დაანება თავი.


შენ რა ცუდი ვინმე ხარ lol lol
0
№9
ავტორი: bziki
5 აპრილი 2015 16:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
კერიკმა 2 თამაში ითამაშა ნაკრებში ეგეთი ინტენსივობა აგერ ფელაინიმ ვერ აიტანა არათუ კერიკმა ეტყობოდათ ცოტა დაღლა.
ჯონსი არაა მაღალი დონის მცველი ამ ეტაპზე და არც მგონია ბევრი მოუმატოს შემდეგ,ქაჯია პოზიიას ვერ არჩევს,თავითაც ვერ თამაობს კარგად აქ რაცხა პლიუსები მარა არ ეთქმის მაგას მაღალი კლასის მცველი
ერერამ ბურთის კონროლზე იმუშაოს და ძაალიან ძლიერ ნახევარმცველად შეიქმნება
0
№10
ავტორი: Wardell
5 აპრილი 2015 20:41
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
თამაში იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო, გუნდმა ასე-თუ-ისე დაისვენა და "სიტის" წინ დამატებით ძალების დაკარგვა არ მოუწია, თან 2 გოლის სხვაობითაც მოიგეს და კარგი ხასიათი შეინარჩუნეს, მოკლედ დე ხეას შეცდომის გარდა ყველაფერი იდეალურად იყო, მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია ეხლა აღარ დაუშვას.

რაც შეეხება ცოტა დაწვრილებით ამბებს, არ მომეწონა ჯონსი, რომელიც ძალიან გამოუცდელი ბიჭივით მოქმედებდა, სისწრაფეშიც მოიკოჭლებდა და ასე შემდეგ. იმედია სმოლინგი მოასწრებს გამოკეთებას და სმოლინგი-როხოს დუეტი იქნება დერბიში, ძალიან სწრაფი შემტევები ჰყავს "სიტის" და ჯონსი რამდენად გაართმევს თავს არ ვიცი.

ტოტენჰემმაც დაკარგა ქულები, კარგი იქნებოდა გუშინ ლივერპულს ფრე ეთამაშა და საკვირაო თამაშს მესამე ადგილზე შევხვედროდით და გამარჯვების შემთხვევაში პირდაპირ მეორეზე გადავიდოდით, ჩემი აზრით ეს დიდი პლუსი იქნებოდა ფსიქოლოგიის მხრივ. ნუ რაც მოხდა მოხდა, იმედია დი მარია დაიწყებს პირველივე წუთიდან, დაგვანახა ყველას, რომ ერთი მოძრაობით შეუძლია თამაშის შეცვლა, სულ მთელი მატჩი 2-იანზე რო ჩაატაროს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top