"შესანიშნავი დღე იყო, ალბათ, ყველაზე გამორჩეული კარიერაში. დუბლი პირველად შევასრულე პროფესიულ კარიერაში, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ.
ჯერ არაფერია დასრულებული, ჩვენ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ. დარჩენილია მხოლოდ 7 მატჩი, შემდეგი კი მანჩესტერული დერბია. "სიტისთან" შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის. ვფიქრობ, სწორ გზას ვადგავართ, ძალიან კარგ ფორმაში ვართ და ნამდვილად მზად ვართ თანაქალაქელებთან შესახვედრად.
ეს ჩემს კარიერაში ყველაზე შედეგიანი სეზონია. მინდა, გოლების გატანა განვაგრძნო, თუმცა გუნდის წარმატება ყველაზე მნიშვნელოვანია. თავს იღბლიანად და ბედნიერად ვთვლი, რადგან მაქვს საშუალება, ვითამაშო ისეთ მოედანზე, როგორიც "ოლდ ტრაფორდია". გულშემატკივრის სიყვარულს ვგრძნობ, რაც ძალიან მახარებს".
ამ შეხვედრაში გამარჯვებამ კიდევ უფრო გაზარდა "იუნაიტედის" ოთხეულში მოხვედრის შანსი, ისეთი ორი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, როგორიც "სიტისთან" და "ჩელსისთან" დაპირისპირებებია, თუმცა ერერას თქმით, გუნდი უფრო მაღალ მიზნებისკენ იხედება.
"თუ სწორად მახსოვს, "ლივერპულთან" სხვაობა 8 ქულა გახდა, ხოლო "საუთჰემტონთან" 9, "ტოტენჰემი" კი ხვალ ითამაშებს. ჩვენ ოპტიმისტები ვართ და ამიტომ სეზონის რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე დასრულება გვსურს. მეორე ადგილისთვის ვიბრძოლებთ - ჩვენ ხომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ".
შემდეგ კვირას, "იუნაიტედს" მანჩესტერული დერბი ელის, რაზეც ერერამ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"დერბი ყოველთვის დერბია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია და იღბლიანები ვართ, რადგან საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ, "ოლდ ტრაფორდზე", ვითამაშებთ. ჩვენ გაცილებით მშვიდად ვგრძნობთ თავს, როდესაც სახლში ვთამაშობთ. 7 დღე გვაქვს, რათა "სიტისთვის" კარგად მოვემზადოთ, ისინი ხვალ თამაშობენ და ალბათ ამ შეხვედრას ყველანი ერთად ვუყურებთ".- დაასრულა ესპანელმა ნახევარმცველმა.