"ვფირობ, უკეთესად თამაშიც შეიძლებოდა, თუმცა მესმის, რომ ასეთი ორგანიზებული დაცვის წინააღმდეგ თამაში რთულია. "-განუცხადა ვან გაალმა MUTV-ს.
"ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენ 3 გოლის გატანა მოვახერხეთ, ძალიან კარგი დაცვის მქონე გუნდის კარში.
თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ როგორც მწვრთნელს, ყოველთვის უფრო მეტი მსურს. მაღალი ტემპით ვერ ვითამაშეთ, თუმცა არა უშავს, მაინც კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ."
ანდერ ერერას "ოლდ ტრაფორდზე" მოპოვებულ გამარჯვებაში ლომის წვლილი მიუძღვის, ესპანელმა ორი ძალიან კარგი გოლი გაიტანა, როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ფეხით. მან გოლების გატანა ტაიმების მიწურულს მოახერხა და გუნდს ძალიან დაეხმარა.
"ანდერს ძალიან კარგი დარტყმის ტექნიკა აქვს, თუმცა მან სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს. მე მას ვუთხარი, რომ სანამ ფეხს მოიქნევს, გააკონტროლოს ბურთი.
მე ეს მას გუშინ, ვარჯიშის დროსაც ვუთხარი და დღეს გასახდელში ვაკოცე კიდეც, რადგან ,ალბათ, ცხოვრებაში პირველად გააკონტროლა ბურთი დარტყმის წინ.
თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ის ჩემთან მოვიდა და მითხრა "ხედავ, კონტროლის გარეშეც შემიძლია ამის გაკეთება"".
ერერას გოლებს შორის, გუნდის კაპიტანმა, უეინ რუნიმ, მოახერხა თავისი გოლის გატანა, შეცვლაზე შესული ანხელ დი მარიას პასით. გოლმა ჰოლანდიელი მწვრთნელი ძალიან მოხიბლა, თუმცა ლუი ძალიან გააბრაზა იმან, რომ გუნდმა ბენკეტეს მისცა გოლის გატანის საშუალება.
"გოლი ძალიან ლამაზი გამოვიდა, ასევე კარგი პასი იყო ანხელისგან, მაგრამ ფანტასტიური გოლის შემდეგ გუნდმა კონცეტრაცია დაკარგა და ამის გამო დავისაჯეთ კიდეც. დაინახავდით, რომ ცენტრში გათამაშებული ბურთის შემდეგ მეტოქე არ შევაწუხეთ, რასაც კუთხური, შემდეგ კი გოლი მოჰყვა.
ყველამ ვიცით, რომ ბენტეკე საჯარიმოში ძალიან სახიფათოა, მას შეუძლია როგორც თავით, ისე ფეხით ძალიან კარგად თამაში. მან პირველ შეხვედრაშიც გაგვიტანა გოლი, ვფიქრობ, ძალიან სულელური ბურთი გავუშვით".
ამ გამარჯვების შემდეგ, გუნდი მესამე პოზიციამდე აღზევდა და უკან "მანჩესტერ სიტი" მოიტოვა, რომელიც უკვე ხვალ გამართავს თავის შეხვედრას, გასვლაზე "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ.
"როგორც გავიგე, "საუთჰემტონი" დამარცხდა, ისევე როგორც "ლივერპული". ახლა "ტოტენჰემს" უნდა დაველოდოთ, თუმცა მათთან ისედაც დიდი უპირატესობა გვქონდა.
ახლა უკვე წინ უნდა გავიხედოთ, შემდეგი მატჩი მეორე ან მესამე ადგილისთვის იქნება, ჩემი აზრით. - დაასრულა ლუი ვან გაალმა.