თბილისი:
მანჩესტერი:
4-04-2015, 14:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2533,
კომენტარები: 6
"ასტონ ვილასთან უფრო გაგვიჭირდება, ვიდრე "სიტისთან"
ლუი ვან გაალი მატჩის წინ.
ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ "ასტონ ვილას" წინააღმდეგ მის გუნდს გოლის გატანა უფრო გაუჭირდება, ვიდრე მომდევნო ტურში მანჩესტერულ დერბიში.

ჰოლანდიელი თვლის, რომ ტიმ შერვუდის შეგირდები კონტრ-შეტევებზე ითამაშებენ, რაც მათი კარის დალაშქრვას გაართულებს.

"იუნაიტედის" ბოლო სამი მეტოქე კი იყო გუნდები, რომლებიც უფრო შემტევ ფეხბურთს თამაშობენ - "არსენალი", "ტოტენჰემი" და "ლივერპული".

"არსენალს", "ტოტენჰემსა" და "ლივერპულს" შეტევა სურდათ, მაგრამ ახლა "ასტონ ვილას" წინააღმდეგ ვთამაშობთ.

ისინი უფრო ორგანიზებულები იქნებიან დაცვაში, ვიდრე "არსენალი", "ტოტენჰემი" ან "ლივერპული", ჩვენი დავალება კი მათი დისორგანიზებაა. დაცვითი გუნდის წინააღმდეგ გოლის გატანა უფრო რთულია, ვიდრე, მაგალითად, "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ, რომელიც ასევე შემტევ ფეხბურთს თამაშობს. თუმცა "ჩელსი" კიდევ ერთი უფრო მეტად ორგანიზებული გუნდია, ასე რომ, სხვაობა დიდია"
- განაცხადა ვან გაალმა.

"იუნაიტედი" ინგლისის თასზე "მეთოფეების" წინააღმდეგ განცდილი მარცხის შემდეგ "დეზებსა" და "მერსეისაიდელებთან" მოპოვებული გამარჯვებით ხვდება მეტოქეს. ვან გაალი ამ გამარჯვებებით მოხარულია, თუმცა "ენფილდზე" მისი გუნდის მიერ ნაჩვენებ თამაშში მხოლოდ ერთ გადადგმულ ნაბიჯს ხედავს.

"მე მხოლოდ გადადგმულ ნაბიჯს ვხედავ პროცესისკენ, რადგან "ტოტენჰემი" პირველი გუნდი იყო და მანამდე "არსენალსაც" ვეთამაშეთ, შესაძლოა გახსოვთ ის თამაში, ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავდა.

ბურთის ფლობის 60-%-ანი მაჩვენებელი გვქონდა, უფრო მეტი შანსი შევქმენით, ვიდრე "არსენალმა", მაგრამ ვალენსიას პასის გამო მათ გაიტანეს. ინდივიდუალურ შეცდომებს გუნდურად ვერ შეებრძოლები. განსაკუთრებით, "არსენალის" მსგავს ტოპ-გუნდებთან.

ასე რომ, ეს მხოლოდ პროცესისკენ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა რაც მომეწონა "ტოტენჰემთან" მატჩში, ეს იყო იგივე სტილით თამაში, დიდი ზეწოლის მოხდენით და ბურთის უკეთესად შენარჩუნებით. "ლივერპულთან" კი უფრო უკეთესი იყო, ვიდრე "ტოტენჰემთან".


ორი კონკურენტის დამარცხებამ ვან გაალის გუნდს საშუალება მისცა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ადგილი გაემყარებინა, თუმცა მწვრთნელი უფრო მაღალ მიზნებს ისახავს: "მოხარული ვიქნები, თუ სეზონის ბოლოს მეოთხე ადგილზე გავალთ. მინდა პირველ ადგილზე გავიდეთ და ჩემს ფეხბურთელებსაც უნდათ, მაგრამ თუ პირველი არ იქნება, მეორე იყოს."

როცა ჰკითხეს, მეორე ადგილი ახლა უფრო რეალური გახდა თუ არა, მით უმეტეს, რომ "სიტის" "ოლდ ტრაფორდზე" უნდა უმასპინძლონ, ვან გაალმა უპასუხა: "რა თქმა უნდა, ვერ უარვყოფ, რომ მაღალი ადგილის დაკავება შეგვიძლია, რადგან "მანჩესტერ სიტი" სახლში უნდა მივიღოთ. სახლში ყველაზე კარგი მაჩვენებელი გვაქვს, ამიტომ ეს შესაძლებელია, თუმცა "მანჩესტერ სიტი" ძალიან მაღალი დონის გუნდია და რთული იქნება.

მაგრამ პირველ რიგში "ასტონ ვილაზე" უნდა ვიფიქროთ, რადგან გასვლით მატჩში მათ წინააღმდეგ დიდი ხნის განმავლობაში 11-ით 10-ზე ვთამაშობდით და გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, ასე რომ, მათ თავდაცვა და კონტრ-შეტევებზე თამაში შეუძლიათ. სწორედ ამას ველოდები და ეს რთული უნდა იყოს.

კარგი წინათგრძნობა მაქვს, "ასტონ ვილას" წინააღმდეგ კარგ ფორმას შევინარჩუნებთ. მაგრამ პრეს-კონფერენციებზე რამდენიმეჯერ მითქვამს, რომ პრემიერ ლიგაში ნებისმიერ გუნდს შეუძლია შენი დამარცხება."


წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
6 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 აპრილი 2015 14:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რეალურად აზროვნებს ლუი და რაღაც ილუზიებს არ იქმნის მისი წინამორბედისგან განსხვავებით. ადვილი თამაში როგორც ყოველთვის არ იქნება, მაგრამ მე პირადად ვფიქრობ რომ ლუი სწრაფ გოლზე გააკეთებს აქცენტს და დიდი შანსია იმისა, რომ ჰანდიკაპითაც მოვიგოთ. ვნახოთ რა იქნება, მთავარი ისაა რომ მორიგი 3 ქულა ავიღოთ. winked
0
№2
ავტორი: GeorgeBest
4 აპრილი 2015 15:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არამგონია დღეს გაგვიჭირდეს მოგება თუ ამან არ არია რამე. ასტონ ვილას ოლდ ტრაფიორდზე უპრობლემოდ უნდა მოვუგოთ. იასნია სხვა თამაში იქნება და ეგრევე შეტევაზე არ გადმოვლენ როგორც სიტი ან ლივერპული. თუმცა უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ რომელიც სულ გვაქვს და უაზრო ბურთის გორაობა არ დავიწყოთ
0
№3
ავტორი: RojoDiablo
4 აპრილი 2015 17:41
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მეც ეგ არ ვთქვი გუშინ, მეთანხმება ლუიც lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Count Alucard
4 აპრილი 2015 20:06
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მატჩის მერე რომ ვკითხულობ ამას, სწორს ამბობდა, ძალიან გაუჭირდათ პირველი გოლის გატანა, რთული მატჩი იყო, დე ხეას რომ აეღო ის ბურთი იდეალური ანგარიში იქნებოდა.
0
№5
ავტორი: AkkRed
5 აპრილი 2015 10:01
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

შენ რომ არ გყვავდე რა გვეშველობდა. lol
0
№6
ავტორი: Esi
5 აპრილი 2015 13:14
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ფერგიმ იცოდა ასეთი განცხადებები lol
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top