მატს ჰუმელსი ზაფხულში ლუი ვან გაალის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ითვლება.
გერმანელის შესაძენად ერთმანეთს 3 მწვრთნელი უპირისპირდება. შეძლებს ჰოლანდიელი მენეჯერი ამ ბრძოლაში გამარჯვებას და ჰუმელსის შეძენას?
"იუნაიტედის" ბოსები ტრანსფერში უფრო ჩაერთვნენ, მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ჩემპიონმა განაცხადა, რომ იგი "ბორუსიას" დატოვებს.
ვან გაალმა გერმანელის შეძენის ინტერესი ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს გამოავლინა, თუმცა მაშინ გუნდს მარცხენა ცენტრალური მცველი უფრო მეტად ესაჭიროებოდა.
"იუნაიტედი" ისეთი მაღალი კლასის მცველებით ინტერესდება, როგორებიცაა: დიეგო გოდინი, აიმერიკ ლაპორტე და მარკინიოსი. თუმცა, როგორც ჩანს, გამორჩეულ კანდიდატად მაინც გერმანელი ითვლება.
წარმოგიდგენთ ხუთ მიზეზს, თუ რატომ უნდა შეიძინოს "იუნაიტედმა" გერმანიის ნაკრებისა და "ბორუსიას" კაპიტანი.
ის ლიდერიაოუენ ჰარგრივზმა აღნიშნა, რომ 26 წლის მცველს პრემიერ ლიგაში სათამაშოდ საკმარისი სიჩქარე არ აქვს.
"ის კარგი, ძალიან კარგი ცენტრალური მცველია. მას შეუძლია ბურთთან მუშაობა, მაგრამ არ მგონია, თავდაცვით მოვალეობას გაუმკლავდეს, ძალიან ნელია."- აცხადებს "იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი.
მის გადაწყვეტილებაზე "ბორუსიას" უკმაყოფილო გულშემატკივრებთან პირისპირი საუბარი გერმანელის სიმამაცეზე მეტყველებს და ეს მისი ხარისხის მანიფესტაციის შესანიშნავი მაგალითია.
მას შეუძლია რიო ფერდინანდის, ნემანია ვიდიჩისა და პატრის ევრას წასვლის შემდეგ "იუნაიტედში" ავტორიტეტიანი ფიგურა გახდეს.
მას ბურთთან ერთად წინ წასვლა შეუძლია"იუნაიტედის" გულშემატკივრებს ჯერ კიდევ ახსოვთ "სანდერლენდის" წინააღმდეგ მატჩში ჯონი ევანსის უკან გაკეთებული პასი.
ვან გაალი გუნდში ბურთის ფლობის სტილს ნერგავს. თუმცა მას არ ჰყავს რიო ფერდინანდი, რომელსაც შეუძლია დაცვიდან ბურთის სწრაფად გამოტანა.
ამავე დროს, "იუნაიტედის" თამაში არც თუ ისე კარგია, რადგან გუნდს არ ჰყავს თავის ნახევარზე ფანტაზიის მქონე ფეხბურთელები.
ჰუმელსი – ელეგანტური მცველია, რომელიც თამაშს კარგად კითხულობს. იგი ბურთთან დამაჯერებლად მუშაობს და ბურთის მოპოვების განსაკუთრებული უნარი აქვს. ასევე შეუძლია ისეთი გადაცემა გააკეთოს, რომელიც ფერდინანდსაც კი გაახარებს.
ის გამარჯვებულია"იუნაიტედი" უტიტულოდ უკვე ზედიზედ მეორე სეზონის განმავლობაში რჩება.
იმდენად მიჩვეულია კლუბი წარმატებას, რომ ბოლოდროინდელ ჩავარდნას ვერ ეგუება. მიმდინარე სეზონში, "იუნაიტედის" მოკრძალებული სამიზნე ზედა ოთხეულია, რომელშიც მოხვედრას მანჩესტერული კლუბი ჯერჯერობით ახერხებს.
ჰუმელსი საბრძოლველად მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს იყენებს. ის გასული მუნდიალის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო და მიღწეული ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც. მან გასულ წლებში "ბორუსიასთან" ერთად ორი ტიტული მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოხვედრაც მოახერხა.
ის ერთგულია
"იუნაიტედი" გუნდს მომავლისთვის აშენებს. გუნდი, რომელიც ტიტულისთვის მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში იბრძოლებს.
ამ წარმატების გასაღები საიმედო დაცვაა.
"იუნაიტედის" ბოლო 8 სატიტულო სეზონში მნიშვნელოვანი როლი ფერდინანდი-ვიდიჩის დაცვამ ითამაშა.
ჰუმელსი კი, სწორედ ის კაცია, რომლის გარშემოც გუნდის აშენება შეიძლება.
ბოლო 4 წლის განმავლობაში, გერმანელს კლუბის დატოვება ნებისმიერ დროს შეეძლო. წინადადებებს მისი აგენტი საუკეთესო კლუბებისგან იღებდა. თუმცა იურგენ კლოპის გუნდის ერთგული დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ბევრმა ვარსკვლავმა დატოვა.
ის უბრალოდ კარგი ადამიანიაეწვიეთ ჰუმელსის Facebook-ის გვერდს და ნახავთ, თუ რამდენად კმაყოფილს ტოვებს იგი საკუთარ თაყვანისმცემლებს.
არ არის განებივრებული თანამედროვე ფეხბურთელი. უგებს გულშემატკივრებს და გუნდში პრივილეგირებულ ადგილს ძალიან აფასებს. ასეთი ტიპის ფეხბურთელი გულშემატკივრების თვალში გმირი იქნება.
წყარო: Carrick.ru