თბილისი:
მანჩესტერი:
5-04-2015, 09:27
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1677,
კომენტარები: 5
ფერგიუსონი ვიდეოგამეორების წინააღმდეგია
ფერგიუსონი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ხარისხის ზრდა ფეხბურთში, თამაშს "მოუწესრიგებელს" ხდის
ფერგიუსონი ვიდეოგამეორების წინააღმდეგია
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა სერ ალექს ფერგიუსონი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ხარისხის ზრდა ფეხბურთში, თამაშს "მოუწესრიგებელს" ხდის.

პრემიერ ლიგაში დანერგილმა გოლის ფიქსაციამ თავი საუკეთესო მხრივ წარმოაჩინა. ახლა კი, ხალხი ვიდეოგამეორების შემოღებას ითხოვს.

თუმცა, ფერგიუსონი მიიჩნევს, რომ ასეთი ინოვაციები თამაშის რიტმს ანელებს და ასევე მსაჯის ავტორიტეტს ამდაბლებს.

"მჯერა, რომ ახალი ტექნოლოგიების წყალობით თამაში უფრო უმჯობესდება, თუმცა ეს გადაჭარბებულად არ უნდა მოხდეს, რადგან ეს არბიტრის ძალას მეორეხარისხოვანს ხდის. ასევე, თამაში დაწყება-შეჩერების რეჟიმში, დაუშვებელია."

"გოლის ფიქსაციის ტექნოლოგია ნორმალურია. მოდით, ამას თავი დავანებოთ. ვფიქრობ, ასეთი რამეები წინ ვერ წავა, რადგან ხალხი ლაპარაკობს ჯარიმებზე, ყვითელსა და წითელ ბარათებზე. ვფიქრობ, ეს მართლაც რთულია."
- განაცხადა შოტლანდიელმა რადიო SiriusXM FC-თან ინტერვიუში

წყარო: Fapl.ru
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
5 აპრილი 2015 09:37
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ერთის მხრივ სწორია, მაგრამ ზოგ მომენტში მართლა საჭიროა ვიდეოგანმეორება.
0
№2
ავტორი: RojoDiablo
5 აპრილი 2015 09:48
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მე არ მინდა. ფეხბურთის ხიბლიც ისაა, რომ ხშირად იღბალი წყვეტს შედეგს და ეს დრამატიზმს მატებს სანახაობას.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Esi
5 აპრილი 2015 13:08
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
რაგბი ხო არააა... კი კარგი იქნებოდა ვიდეოგამეორება, მაგრამ მაინც ზედმეტად მიმაჩნია ეს ინოვაცია ფეხბურთში
0
№4
ავტორი: GeorgeBest
5 აპრილი 2015 15:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფეხბურთი ზედმეტად სწრაფი გახდა და მსაჯები ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებენ. არაფერია ამაში ცუდი, პირიქით მგონი ძალიან კარგია
0
№5
ავტორი: fergie.27
5 აპრილი 2015 17:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
მართალს იძახის ჩემი აზრIთ. თამაშის ტემპს დააგდებს და შესაძლოა ფეხბურთელებიც ამოვარდნენ თამაშის რიტმიდან მაგრამ ვაღიაროთ რომ ზოგ შემთხვევაში მართლა საჭიროა ისეთ უაზრო შეცდომებს უშვებს ხოლმე მსაჯი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top