ტიმ შერვუდმა გასულ სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვება "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე იზეიმა და იმედი აქვს, რომ იგივეს "ასტონ ვილასთან" ერთად მოახერხებს.
"მათი დამარცხება შესაძლებელია. დიახ, ამ სეზონში მხოლოდ ორი მატჩი წააგეს სახლში, მაგრამ პრემიერ ლიგის ხიბლი იმაშია, რომ ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერის დამარცხება.
ჩავალთ იქ და პატივისცემას გამოვავლენთ, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" სტადიონზე აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ შედეგები. მშვენიერი ადგილია სათამაშოდ და ფეხბურთელებსაც უყვართ იქ თამაში. ძალიან ცოტა ფეხბურთელი თუ მოიძებნება ჩვენს გუნდში, ვინც იქ ჩასულა და მოუგია.
ბიჭები თავდაჯერებულნი არიან, მათ ამის გაკეთება შეუძლიათ და არც არსებობს უკეთესი დრო ამის გასაკეთებლად, რადგან ახლა პრობლემები გვაქვს. შარშან "ტოტენჰემი" ჩავიყვანე და კომფორტულად მოვიგეთ. იქნებ განმეორდეს. ამის იმედი მაქვს.
როცა სატურნირო ცხრილში მათ მდგომარეობას უყურებ, ისინი კარგად არიან. გუნდი რამდენიმე უცხოელი ფეხბურთელით გააძლიერეს და კარგი მწვრთნელიც მოიყვანეს." - განაცხადა ტიმ შერვუდმა.