ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ მარუან ფელაინი ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე შექებას იმსახურებს და თუ ასეთ ფორმას შეინარჩუნებს, სასტარტო შემადგენლობაში ადგილს ყოველთვის მოიპოვებს.
რთული პირველი სეზონის შემდეგ ფელაინი მომდევნო სეზონში "იუნაიტედის" ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა.
ბელგიელმა საკლუბო წარმატებას სანაკრებოც დაურთო და თავისი ქვეყნის ნაკრების რიგებში ორ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა.
ვან გაალმა თავისი შეგირდი შეაქო, რომელმაც წარუმატებლობა წარმატებად გარდასახა: "ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ასეთი რამ გააკეთა. მწვრთნელი, შტაბი და მოთამაშეები მას ეხმარებიან, მაგრამ მთავარი მიზეზი თვითონაა.
ერთ-ერთი, რასაც მრავალჯერ ვამბობდი ის იყო, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გამო გვიან დაბრუნდა. თუმცა მის შესახებ ბევრი მსმენოდა და პირველივე სავარჯიშო სესიიდან მოყოლებული ყველაფერს აკეთებდა, რასაც ვთხოვდი. ვამბობდი: "შენ ეს უნდა გააკეთო" და ის მზად იყო შესასრულებლად, მისი ახლანდელი ფორმა არ მაკვირვებს.
შარშან უიღბლო სეზონი ჰქონდა, რადგან მრავალჯერ მიიღო ტრავმა და გახდა ავად, მაგრამ როცა ფორმაშია, ჩემთან მეტ-ნაკლებად ყოველთვის თამაშობს. გუნდში ბალანსს ვეძებდი და მას ამ ბალანსის მოტანა შეუძლია. მოწინააღმდეგეზე დამოკიდებულებით შემიძლია საგნები შევცვალო, მაგრამ ამჟამად, როცა ფელაინი ასე თამაშობს, მისი შეცვლა არ შემიძლია." - განაცხადა ვან გაალმა.