თბილისი:
მანჩესტერი:
4-04-2015, 01:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2017,
კომენტარები: 7
ერერა: "რუნი ჩვენი ლიდერია"
ანდერ ერერა კაპიტნის შესახებ.
ერერა:
ანდერ ერერას სჯერა, რომ უეინ რუნის ლიდერის უნარები "მანჩესტერ იუნაიტედს" წარმატების მიღწევაში ეხმარება.

"იუნაიტედის" კაპიტანი ინგლისის თასზე "არსენალთან" განცდილი მარცხის შემდეგ გასახდელ ოთახში ფეხბურთელების წინაშე სიტყვით გამოვიდა.

როცა ერერას ჰკითხეს, რუნის სიტყვებს ჰქონდა თუ არა ეფექტი მოთამაშეებზე, მან უპასუხა: "დიახ, ამას ყოველთვის აქვს ეფექტი. უეინ რუნი ჩვენი ლიდერია. შესაძლოა ის ჩვენს გუნდში ყველაზე ძლიერია - არა მარტო ფიზიკურად, არამედ მენტალურადაც. ვფიქრობ, გუნდში ყველანი ვუჭერთ მხარს. ის ჩვენი კაპიტანია, ჩვენი ლიდერი და ყველაზე ძლიერი ხასიათის მქონეა. ვფიქრობ, ის ძალიან, ძალიან კარგად აჩვენებს, თუ რა არის "მანჩესტერ იუნაიტედი"."

ერერა თანაგუნდელებთან ერთად შაბათს "ასტონ ვილას" მიიღებს. გუნდს, რომელმაც მიმდინარე სეზონში 20 დეკემბერს "იუნაიტედის" ზედიზედ 6 მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა, როცა საშინაო არენაზე 1-1 ითამაშა.

"ვილა პარკზე ვერ მოვიგეთ, ასე რომ, მათ პატივი უნდა ვცეთ. პრემიერ ლიგაში დარჩენა სურთ, ჩვენ კი გამარჯვებათა სერიის შენარჩუნება, ამიტომ რთული მატჩი იქნება. თუმცა ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და გამარჯვებისთვის თავიდანვე უნდა ვიბრძოლოთ."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
4 აპრილი 2015 02:19
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
რუნი, რომ ლიდერია ეგ ნათელია. ასტონ ვილას უნდა მივუჩინოთ ეხლა თავის ადგილი. სანახაობრივ ფეხბურთს და 3 ქულას ველოდები. არც კი მინდა იმაზე ფიქრი, რომ ვერ მოვიგებთ. დროა დავიწყოთ ფეხბურთის თამაში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: Mufc7
4 აპრილი 2015 02:50
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"ჩვენ ,,მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და გამარჯვებისთვის თავიდანვე უნდა ვიბრძოლოთ." ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: RojoDiablo
4 აპრილი 2015 10:36
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
თუმცა ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და გამარჯვებისთვის თავიდანვე უნდა ვიბრძოლოთ."


მერამდენედ მესმის უკვე ერერასგან ეს ფრაზა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 აპრილი 2015 11:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
წლევანდელი ტრანსფერებიდან ჩემი აზრით ყველაზე მეტად ერერას უნდოდა ჩვენთან თამაში. მის ყოველ კომენტარში და სიტყვაში იგრძნობა, რომ ამაყობს იმით რასაც მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი ქვია. მოედანზე ხო ყველაფერს დებს აფსოლიტურად რაც შეუძლია,იცის და გრძნობს რომ პასუხისმგებლობა აქვს თითოეული გულშემატკივრისა და კლუბის წინაშე. მჯერა რომ ერერა დიდხნას დარჩება ჩვენთან და ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაც გახდება ( თუ არ გახდა უკვე... love )
0
№5
ავტორი: Berba 9
4 აპრილი 2015 12:36
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
რუნიში იუნაიტედი დევს და იუნაიტედი უკავშირდება რუნის :))

ნამდვილად ლიდერი და საუკეთერსო კაპიტანია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№6
ავტორი: GeorgeBest
4 აპრილი 2015 15:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უძლიერესი ფეხბურთელია, ყველაფერი აქვს ტიპს, კარგი კაპიტანიცაა. რომ არა ის საქციელები (მართალია ბოდიში მოიხადა მარა მაინც) ალბათ ერთი ორ ფეხბურთელს თუ დააყენებდნენ ამის წინ როცა კარიერას დაასრულებდა. ისედაც ლეგენდაა, ისედაც დიდ ფეხბურთელად მოიხსენიებენ მარა მაინც
0
№7
ავტორი: AkkRed
5 აპრილი 2015 09:47
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
კაცი რომელსაც მანჩესტერი ძლიერ უყვარს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top