თბილისი:
მანჩესტერი:
3-04-2015, 18:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1548,
კომენტარები: 0
სმოლინგი ავადაა, რობინი და შოუ დაბრუნდნენ
"იუნაიტედს" მხოლოდ კრის სმოლინგი ვერ დაეხმარება.
სმოლინგი ავადაა, რობინი და შოუ დაბრუნდნენ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველის კრის სმოლინგის მონაწილეობა შაბათის მატჩში საეჭვოა, რადგან ინგლისელი ავადაა, მაგრამ რობინ ვან პერსიმ და ლუკ შოუმ უკვე მოახერხეს გუნდში დაბრუნება.

სმოლინგი იტალიის ნაკრების წინააღმდეგ მოედნიდან ნაადრევად გავიდა, როცა თავი შეუძლოდ იგრძნო, ვან გაალმა კი განაცხადა, რომ კრისი მდგომარეობა ჯერ კიდევ არ გაუმჯობესებულა და მას ექიმები აკვირდებიან.

რაც შეეხება რობინ ვან პერსისა და ლუკ შოუს, ვან გაალმა მათ შესახებ დადებითი ცნობები გაავრცელა და განაცხადა, რომ ლუკმა ბოლო კვირას გუნდთან ერთად ივარჯიშა.

"მიუწვდომელი მხოლოდ სმოლინგია, რომელიც ავადაა, ასე რომ, უნდა მოვიცადო და ვნახო, შეძლებს თუ ვერა ვარჯიშს - თამაშთან ძალიან ახლოსაა.

რობინ ვან პერსი სავარჯიშო მოედანს უბრუნდება და ლუკ შოუ უკვე იყო იქ, მაგრამ მატჩის რიტმი ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ შეადარებ ფეხბურთელებს, რომლებიც სამი ან ოთხი კვირის განმავლობაში უქმობდნენ, მათ, ვინც მატჩის რიტმს არ გამოკლებია.

ტრავმირებული ფეხბურთელებისთვის სამედიცინო დეპარტამენტში პროცესი გვაქვს, შემდეგ ისინი საფეხბურთო მწვრთნელთან მიდიან ტესტებისთვის, შემდეგ კი ჩემთან. რობინი ჯერ კიდევ არ არის საფეხბურთო მწვრთნელთან, ის ჩემს ჯგუფში არ არის, ლუკ შოუ კი ჩემს ჯგუფშია, ეს არის სხვაობა."
ახალი ამბები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top