თბილისი:
მანჩესტერი:
3-04-2015, 17:16
ავტორი: A.HERRERA,
ნანახია: 2172,
კომენტარები: 10
ვან გაალი ტრავმირებულებზე საუბრობს
ახალი ამბები ლაზარეთიდან
ვან გაალი ტრავმირებულებზე საუბრობს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველის კრის სმოლინგის მონაწილეობა შაბათის მატჩში საეჭვოა, რადგან ინგლისელი ავადაა, მაგრამ რობინ ვან პერსიმ და ლუკ შოუმ უკვე მოახერხეს გუნდში დაბრუნება.

სმოლინგი იტალიის ნაკრების წინააღმდეგ მოედნიდან ნაადრევად გავიდა, როცა თავი შეუძლოდ იგრძნო, ვან გაალმა კი განაცხადა, რომ კრისი მდგომარეობა ჯერ კიდევ არ გაუმჯობესებულა და მას ექიმები აკვირდებიან.

რაც შეეხება რობინ ვან პერსისა და ლუკ შოუს, ვან გაალმა მათ შესახებ დადებითი ცნობები გაავრცელა და განაცხადა, რომ ლუკმა ბოლო კვირას გუნდთან ერთად ივარჯიშა.

"მიუწვდომელი მხოლოდ სმოლინგია, რომელიც ავადაა, ასე რომ, უნდა მოვიცადო და ვნახო, შეძლებს თუ ვერა ვარჯიშს - თამაშთან ძალიან ახლოსაა.

რობინ ვან პერსი სავარჯიშო მოედანს უბრუნდება და ლუკ შოუ უკვე იყო იქ, მაგრამ მატჩის რიტმი ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ შეადარებ ფეხბურთელებს, რომლებიც სამი ან ოთხი კვირის განმავლობაში უქმობდნენ, მათ, ვინც მატჩის რიტმს არ გამოკლებია.

ტრავმირებული ფეხბურთელებისთვის სამედიცინო დეპარტამენტში პროცესი გვაქვს, შემდეგ ისინი საფეხბურთო მწვრთნელთან მიდიან ტესტებისთვის, შემდეგ კი ჩემთან. რობინი ჯერ კიდევ არ არის საფეხბურთო მწვრთნელთან, ის ჩემს ჯგუფში არ არის, ლუკ შოუ კი ჩემს ჯგუფშია, ეს არის სხვაობა."


წყარო: manutd.com
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: A.HERRERA
3 აპრილი 2015 17:42
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
პერსი არვიცი მარა სმოლინგის არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება. შოუს ალბათ სკამზე დასვავს ჯერ.
0
№2
ავტორი: AkkRed
3 აპრილი 2015 17:50
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
არა და რა კარგ ფორმაში იყო სმოლინგი.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
3 აპრილი 2015 18:38
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ანუ დერბიში დაბრუნდებაო თავიდანვე რომ ითქვა, ის უფრო სწორი ყოფილა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: dati-mata
3 აპრილი 2015 19:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 172
Ra dro dadga smolingi upro minda gamandashi vidre robin van persi es ro vinmes etqva 2013 shi magra davcinebdi
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Tu mkitxaven romeli mirchevnia old tranfordze 40 metridan golis gatana tu mis msopliostan gamis gatareba gamijirdeba pasuxi.magram ra kargia orive ro gaketwbuli maqvs!!!
George best#7
№5
ავტორი: Wardell
3 აპრილი 2015 19:15
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
ჯობდა ეხლა დაბრუნებულიყო და 10-15 წუთი მაინც ეთამაშა, თორე ლუის ამბავი რო ვიცი სიტისთან პირდაპირ ძირითადში დააყენებს და სულ უთამაშებელი იქნება :((((
0
№6
ავტორი: GeorgeBest
3 აპრილი 2015 22:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სმოლინგის ტრავმა ტეხავს winked
0
№7
ავტორი: bziki
3 აპრილი 2015 22:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
პერსის იმედი მაინც არ დამიკარგია ბევრ სხვისგან განსხვავებით რაც წარსულის და ბევრი სხვა რამის დამსახურებაა ტიპიური ცხრიანია რუნისგან განსხვავებით და ტიპიური ცხრიანის უპირატესობები გვჭირდება რის ნაკლებობაც იმჩნევა. ლიჟბი სირბილი შეეძლოს პერსის კლასით დაჯაბნის პრემიერლიგის მცველების ნახევარს მარა ხშირად სირბილიც არ შეუძლია ხოლმე smile
0
№8
ავტორი: VaRdo
4 აპრილი 2015 02:28
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
უთამაშებელი ეგეც ეხლა 1 თვეს აცდენს. 2-3 დღის უკან ითამაშა და ვარჯიშსაც განაახლებს . მთავარია არ გაგრძელდეს ეს ავადმყოფობა . მზად იქნება სიტისთვის და სასტავშიც იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: Rosso Diavolo
4 აპრილი 2015 10:25
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ჯობდა რო დღეს ეთამაშა ვან პერსეის
0
№10
ავტორი: Count Alucard
4 აპრილი 2015 20:09
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
იმედია სიტისთან ექსპერიმენტებს არ დაიწყებს ლუი, შოუს და რობინს მერეც შეუძლიათ დაბრუნება ან მეორე ტაიმში შემოსვლა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top