ლუი ვან გაალის შეგირდები "ენფილდზე" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ "ასტონ ვილას" უმასპინძლებენ, რომელიც ლიგაში დარჩენისათვის იბრძვის.
"იუნაიტედი" უნდა შევაქოთ - "ლივერპულის" წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს. ბრენდან როჯერსის გუნდი გამოიყურებოდა ისე, როგორც ჩვეულებრივ არ გამოიყურება საშინაო არენაზე. ეს იმის დამამტკიცებელი საბუთია, რომ "წითელმა ეშმაკებმა" სამუშაო შესანიშნავად შეასრულეს. ეჭვი არ მეპარება, რომ ლუი ვან გაალის შეგირდები შაბათსაც მიაღწევენ წარმატებას. "ასტონ ვილა" მათ ვერაფერს დაუპირისპირებს." - განაცხადა ექსპერტმა.
პოლ მერსონის პროგნოზი: "მანჩესტერ იუნაიტედი" 2-0 "ასტონ ვილა"