სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 31-ე ტური თარიღი: შაბათი, 4 აპრილი, 2015 წელი მთავარი მსაჯი: როჯერ ისტი მატჩის დასაწყისი: 18:00, (ჩვენი დროით)
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: შოუ, ვან პერსი, უილსონი დისკვალიფიკაცია: ევანსი (3 მატჩი) კითხვისნიშნისქვეშ: სმოლინგი განაცხადი: De Gea, Valdes, Lindegaard, Blackett, Jones, McNair, Rafael, Rojo, Smalling, Blind, Carrick, Di Maria, Fellaini, Herrera, Januzaj, Mata, Pereira, Powell, Valencia, Young, Falcao, Rooney. გაცივების გამო საეჭვოა მატჩში კრის სმოლინგის მონაწილეობა, ხოლო შოუ და ვან პერსი გუნდში დაბრუნებას უახლოვდებიან.
"იუნაიტედთან" მატჩისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებენ რონ ვლაარი, ოკორე და ჯო კოული. რიჩარდსონი და სენდეროსი ტრავმის მოშუშების შემდეგ ვარჯიშებს დაუბრუნდნენ, თუმცა "იუნაიტედთან" მატჩს მაინც გამოტოვებენ, ისევე როგორც სისოკო და ქლევერლი.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-4 ადგილი, 59 ქულა
ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-წ-მ-მ-მ-მ
პრემიერ ლიგაში "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ ბოლო 14 მატჩში "იუნაიტედმა" 12 მოიგო - 1 ფრე, 1 წაგება.
"წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგის ბოლო 20 მატჩიდან მხოლოდ ორი დათმეს - 14 მოგება, 4 ფრე, 2 წაგება.
"იუნაიტედმა" სახლში 37 ქულა დააგროვა. მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში ეს ყველაზე მაღალი საშინაო მაჩვენებელია დაგროვილი ქულების მიხედვით.
ვან გაალის გუნდმა მოწინააღმდეგეს პირველ ტაიმში 21 გოლი გაუტანა - პრემიერ ლიგის საუკეთესო შედეგი.
"იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში 10-ჯერ მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა, მათ შორის სამჯერ ბოლო 4 მატჩში.
სატურნირო ცხრილის მეორე ნახევრის გუნდების წინააღმდეგ ჩატარებულ 15 მატჩში "იუნაიტედი" ერთადერთხელ დამარცხდა "ლესტერის" წინააღმდეგ სექტემბერში 5-3.
"ასტონ ვილა"
მე-16 ადგილი, 28 ქულა
ბოლო ექვსი შეხვედრა: წ-წ-წ-მ-მ-წ
"ასტონ ვილამ" 7 გამარჯვებიდან 6 ერთბურთიანი სხვაობით მოიპოვა, გამონაკლისი "სანერლენდის" წინააღმდეგ ბოლო გასვლით შეხვედრაში მოპოვებული 4-0 გამარჯვებაა.
"შავი კატების" დამარცხებამ "ვილას" საშუალება მისცა გასვლაზე 6-მატჩიანი უგოლო და უქულო სერია დაესრულებინა.
პრემიერ ლიგის 30 შეხვედრიდან 17-ში "ასტონ ვილა" გოლის გატანას ვერ ახერხებდა.
სატურნირო ცხრილის პირველ ნახევარში მყოფი კლუბების წინააღმდეგ ჩატარებულ 6 მატჩში ტიმ შერვუდის გუნდი მხოლოდ 3-ჯერ დამარცხდა.
"ვილამ" მეორე ტაიმში მოწინააღმდეგეს მხოლოდ 4 გოლი გაუტანა - პრემიერ ლიგის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირები: რუნი - 13 გოლი (11 ლიგაში).
უეინ რუნის ასტონ ვილას კარში პრემიერ ლიგაში 12 გოლი აქვს გატანილი. ასე ხშირად ამ ფორვარდისგან გოლს მხოლოდ "ნიუკასლი" უშვებდა.
"ოლდ ტრაფორდზე" "ასტონ ვილას" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში რუნიმ 8 გოლი გაიტანა - 4 დუბლი.
რუნის ანგარიშზე "ოლდ ტრაფორდზე" გატანილი 95 გოლია. მხოლოდ ალან შირერსა და ტიერი ანრის გაჰქონდათ საკუთარი გუნდის სტადიონზე უფრო მეტი გოლი, ვიდრე "იუნაიტედის" ფორვარდს.
თუ მოედანზე ეშლი იანგი გავა, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.
"ასტონ ვილა"
წამყვანი ბომბარდირები: აგბონლაჰორი - 6 გოლი, ბენტეკე - 6 გოლი (5 ლიგაში).
"ასტონ ვილა" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ერთადერთი გუნდია, რომლის რიგებში შეცვლაზე შესულ ფეხბურთელს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია.
მიმდინარე სეზონში მსაჯმა "ასტონ ვილას" 6 ფეხბურთელი გააძევა - ეს ორჯერ მეტია, ვიდრე პრემიერ ლიგის ნებისმიერ სხვა სეზონში "ასტონ ვილას" მიერ ნაჩვენები შედეგი.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 183-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" გამარჯვება 95 შეხვედრაში იზეიმა, "ასტონ ვილამ" 45-ში, ხოლო 39 მატჩი ფრედ დასრულდა.
"მანჩესტერ იუნაიტედს" "ასტონ ვილა" და "ევერტონი" პრემიერ ლიგაში 31-ჯერ ჰყავს დამარცხებული - მეტჯერ, ვიდრე პრემიერ ლიგის ნებისმიერი სხვა მეტოქე.
2009 წლის დეკემბრიდან ჩატარებულ 11 შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ასტონ ვილას" ყოველ მატჩში გაუტანა გოლი, სულ 27 ბურთი.
პრემიერ ლიგაში "იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 38 შეხვედრაში "ასტონ ვილამ" მხოლოდ 1 მოიგო - 1 მოგება, 10 ფრე, 27 წაგება.
ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები