"პარიზ სენ-ჟერმენი" მზადაა ანდრეას პერეირას იმაზე ორჯერ მეტი თანხა შესთავაზოს, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედი" გადაუხდის.
ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრების წევრის მოქმედი კონტრაქტი ზაფხულში იწურება და "იუნაიტედი" მზადაა მას ახალი ხელშეკრულება გაუფორმოს, რომელიც ხელფასის სახით კვირაში 6 ათას ფუნტს გულისხმობს.
ბელგიაში დაბადებული 19-წლის ფეხბურთელის აგენტს კი ფრანგულმა კლუბმა აცნობა, რომ თუ პარიზში გადაბარგდება დაახლოებით 30 მლნ. ევროს ოდენობის ხელფასს მიიღებს.
"იუანიტედმა" ახალი კონტრაქტი გაუფორმა სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებს ჯესი ლინგარდს, პედი მაკნეირსა და ტაილერ ბლეკეტს, თუმცა პერეირას მომავალი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული და დიდი ალბათობით მას კლუბის დატოვება ურჩევნია.